აუზის მოსაპირკეთებელი ლაინერი

საწყობშია

იტალიური ლაინერი Flagpool ng11- ეს არის ახალი თაობის PVC-ლაინერი, რომელიც გამოიყენება აუზის დასაცავად და მოსაპირკეთებლად. შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც ახალი აუზების მშენებლობისას, ასევე არსებულის მოდერნიზაციისათვის.

პროდუქციის შეკვეთა კითხვის დასმა

Flagpool-ი აწარმოებს სამი სახის ლაინერს:

  • FLAGPOOL NG11 UNICOLOR- სტანდარტული
  • FLAGPOOL NG11 GLOSSY UNICOLOR- დაფარული სპეციალური ლაქით
  • FLAGPOOL NG11 GLOSSY UNICOLOR PRINTED- დაფარული ბეჭდური ფერებით და სპეციალური ლაქით

 

უპირატესობები:

  • მაღალი მდგრადობა ატმოსფერული და UV გამოსხივებისადმი
  • მაღალი მდგრადობა მიკროორგანიზმებისადმი- Bio Shield
  • მაღალი მდგრადობა მექანიკური დაზიანებისადმი
  • უგრძნობლობა ცხელი და ცივი კლიმატის ციკლების ცვლილებისადმი
  • მაღალი მდგრადობა ზედაპირზე სიმძიმის დაცემისადმი
  • მაღალი ხარისხის შედუღების უნარის მქონე
  • მაღალი მდგრადობა სტანდარტული წყლის მოვლის ქიმიური საშუალებების მიმართ

საცურაო აუზის ლაინერი წარმოადგენს მარტივ მოწყობილობას, რომელიც ხელს უწყობს აუზის იატაკისა და კედლების დაცვას. ლაინერი ხელმისაწვდომია ისეთი მოდელების სახით, რომლებიც გამოიყენება როგორც მიწაში ჩაშენებულ, ისე მიწისზედა აუზებში. ლაინერები ხშირად დამზადებულია მაღალი გამძლეობის ვინილის ან სხვა სინთეტიკური მასალისაგან. აუზის ლაინერის ამოცანას წარმოადგენს აუზის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, ობისა და აუზის სხვა სახის დაზიანებების ფორმირების პრევენციის მეშვეობით.

აუზის ლაინერები ჩვეულებრივ საინსტალაციო პროცესის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც ადგილი აქვს თვითონ აუზის დამონტაჟებისას. ჩვეულებრივ, ლაინერი მაგრდება აუზის შიდა გვერდებზე, აუზის კიდეების გასწვრივ, საფიქსაციო საშუალებების ნაკრების გამოყენებით. საინტალაციო პროცესის შემადგენელი ნაწილის სახით, ლაინერის დამონტაჟება ზოგიერთ შემთხვევაში აგრეთვე ხორციელდება წყალგამძლე წებოვანი საშუალებების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს ლაინერის ფიქსაციას აუზის კონსტრუქციაზე.

მაშინ როდესაც მიიჩნევა, რომ აუზი მეტნაკლებად პერმანენტულია, ლაინერი მუდმივი არ არის. მეტი ალბათობით, ლაინერი მრავალ წელიწადს გაძლებს, თუმცა ეს დამოკიდებულია კლიმატსა და იმაზე, თუ რამდენად კარგად არის უზრუნველყოფილი აუზის მოვლა. ზემოთხსენებულის მიუხედავად, გარკვეულ ეტაპზე ლაინერის გამოცვლა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც სახლის მფლობელისათვის სავსებით შესაძლებელია ლაინერის გამოცვლა მიწისზედა აუზში მცირე ძალისხმევით, პროცესი ხშირ შემთხვევებში უფრო რთულია მიწაში ჩაშენებული აუზებისათვის და საჭიროებს პროფესიონალის მომსახურებას.

პროდუქციის შეკვეთა
გააფორმეთ შეკვეთა საიტზე. ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს პერიოდში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე

მახასიათებლები

ბრენდი Flagpool

დოკუმენტები

სიაში დაბრუნება