საწყობშია

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასების ზრდის ტენდენციაა BOSCH-მა შემოგვთავაზა ენერგოეფექტური ცენტრალური გათბობის და ცხელი წყლით მომარაგების საკონდენსაციო ქვაბი ენერგეტიკული და მატერიალური რესურსების დაზოგვისათვის.


2999 ლარი
პროდუქციის შეკვეთა კითხვის დასმა

კონდენსაციის ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის მივიღოთ სითბო განსაკუთრებული ეკონომიური მეთოდით. საკონდენსაციო ქვაბი ბუნებრივი აირის რესურსს იყენებს ისე, რომ საკვამურში გამავალი გამონაბოლქვის ტემპერატურა სტანდარტულ ქვაბთან შედარებით საშუალოდ ორჯერ დაბალია. ეს ნიშნავს, რომ წყლის გათბობისთვის აუცილებელ სასარგებლო ენერგიას მაქსიმალურად ართმევს ბუნებრივ აირს. ბუნებრივი აირის წვის დროს წარმოიქმნება ორთქლი, რომელიც არასაკონდენსაციო ქვაბების შემთხვევაში საკვამლე მილიდან გაედინება წვის შედეგად გამოყოფილ სხვა აირებთან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ საკონდენსაციო ქვაბი ნამწვს აცივებს მაქსიმალურად, სითბოს ენერგიად გარდაქმნისათვის, ორთქლი, მანამ საკვამურიდან გაედინება განიცდის კონდენსაციას და სწორად ამ პროცესის გამო ასეთი ქვაბები იწოდებიან საკონდენსაციოდ.

 

უპირატესობები:

  • ჩაშენებული ენერგოეფექტური საცირკულაციო ტუმბო
  • სტაბილურად მაღალი ეფექტურობა მინიმალურ და ნომინალურ დატვირთვებზე
  • ჰერმეტული (დახურული) წვის კამერა
  • ადაპტირებული გაზის დაბალი წნევის პირობებში მუშაობისთვის
  • ჩქაროსნული თბომცვლელი, რაც უზრუნველყოფს ცხელი წყლის სწრაფ მომზადებას
  • ჰიდრავლიკური კვანძი - მაღალი ხარისხის კომპოზიტი
  • მზის სისტემებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა პირდაპირ, დამატებითი კვანძის გარეშე
  • კომპაქტური ზომები
  • ხმაურის დაბალი დონე
  • ხელმისაწვდომი ღირებულება

BOSCH TERMOTEKNIK GMBH ენერგოეფექტური პროდუქტის შექმნაზე ორიენტირებული, გათბობის და ცხელი წყლის სისტემების წამყვანი გერმანული მწარმოებელია. BOSCH-ის პროდუქცია ცნობილია თავისი საიმედოობით და გამოირჩევა ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით.იხილეთ მეტი...

პროდუქციის შეკვეთა
გააფორმეთ შეკვეთა საიტზე. ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს პერიოდში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე

დოკუმენტები

სერტიფიკატი ზომა: 451.7 კბ
ბროშურა ზომა: 12.6 Мб
პრაის ლისტი ზომა: 134.7 კბ
სიაში დაბრუნება