საწყობშია
Mastas-ის პანელური რადიატორების მოდელი ”Solar” და "Mastas" სერთიფიცირებულია თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისად, გააჩნია მაღალი თბოგამოცემა და გამოიყენება როგორც კერძო, აგრეთვე საზოგადოებრივი და კომერციული ობიექტების გათბობის სისტემებში.

პროდუქციის შეკვეთა კითხვის დასმა

MASTAS-მა 1976 წელს დაიწყო ზეთის ელექტრო რადიატორების წარმოება. 1993 წლიდან კი ფოლადის პანელურ რადიატორებს აწარმოებს. MASTAS-ის რადიატორები უკვე 18 წელზე მეტია წარმატებით გამოიყენება კერძო, კომერციული და ინდუსტრიული ობიექტების ცენტრალური გათბობის სისტემებში.

MASTAS-ის ფოლადის პანელური რადიატორები მზადდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანაში, თურქეთში. უმაღლესი ხარისხის, დამცავი არირების გარემოში შედუღების ტექნოლოგია და საწარმოო ხაზის სრული ავტომატიზაცია ხორციელდება თანამედროვე გერმანული წარმოების დანადგარების მეშვეობით. ნედლეულის სახით გამოიყენება მაღალი ანტიკოროზიული თვისებების მქონე ფოლადი, აგრეთვე ორმაგი საფარი (თუთია-ფოსფატი, მინანქარი), რომელიც უზრუნველყოფს ფოლადის ზედაპირის ეფექტურ დაცვას გარე ზემოქმედებისა და კოროზიისგან. მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა პროდუქტის ტექნიკური ოპტიმიზაცია, რითაც განპირობებულია თბოეფექტურობის 15-20%-იანი უპირატესობა ანალოგიური პროდუქციის მიმართ და შესაბამისად მნიშვნელოვნად შემცირდა თბური სიმძლავრის ერთეულის ფასი. 

პროდუქციის შეკვეთა
გააფორმეთ შეკვეთა საიტზე. ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს პერიოდში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე

მახასიათებლები

ბრენდი Mastas
ფერი თეთრი
ზომა სიმაღლე 300-900 მმ ; სიგრძე 400-3000 მმ

დოკუმენტები

კატალოგი ზომა: 1.1 Мб
სერტიფიკატი ზომა: 710.4 კბ
სიაში დაბრუნება