მყარ საწვავზე მომუშავე ცენტრალური გათბობის ქვაბი

საწყობშია

UNMAK-ის მყარი საწვავის ცენტრალური გათბობის ქვაბები წარმოებულია უახლესი ტექნოლოგიებით და სერტიფიცირებულია TS, EN 303-5 და TS 497 სტანდარტებით. დახვეწილი წვის კამერა უზრუნველყოფს ენერგიის მაქსიმალურ ათვისებას, მართვის პანელი შესაძლებელს ხდის ქვაბის სრულ კონტროლს, რაც გვაძლევს დაცულ, სანდო და ენერგოეფექტურ პროდუქტს.

პროდუქციის შეკვეთა კითხვის დასმა

დანადგარი გამოსაყენებლად მარტივია. საწვავით შევსება, წვა, მილების ფერფლისაგან გასუფთავება და გაწმენდა შესაძლებელია განხორციელდეს მარტივად და კომფორტულად, დანადგარის საწვავის შევსების, მილების გაწმენდისა და ფერფლის ამოღების საფარების მეშვეობით. ფართო ბადისებრი ზედაპირის მეშვეობით, შევსებული საწვავი დანადგარს ხანგრძლივი დროით ჰყოფნის. საწვავის შემცირებისას, საწვავით შევსება შესაძლებელია ამორტიზაციის გზით.
სრული წვა: სუფთა და სრული წვა მიიღწევა ბოილერის წვის კამერაში შემავალი ჰაერისა და ფარფლისებრი ვენტილატორის მეშვეობით, რომელსაც სპეციალური დიზაინი გააჩნია.
წვის გადავადება: როდესაც ჰაერის ტემპერატურა მაღალია, ბოილერი შეიძლება დახურული იქნეს კონტროლის პანელზე, მისი ტემპერატურის გათვალისწინების გარეშე. ამ მდგომარეობაში, წვის პროცესში არსებული საწვავი თანდათან შემცირდება და წვა გადავადებული იქნება ვენტილატორისა და სარქველის დაკეტვის მეშვეობით. სითბოს ხელახალი საჭიროების შემთხვევაში, ავზი შეიძლება ხელახლა იქნეს გაღებული კონტროლის პანელზე, ის განაგრძობს წვას ხელახალი აალების გარეშე და სასურველ ტემპერატურას მალევე მიაღწევს. (წვის გადავადება შესაძლებელია მაქსიმუმ 24 საათამდე პერიოდით, ქვანახშირის ხარისხის შესაბამისად).
ვენტილატორი და ცირკულაციის ტუმბო ავტომატურად ჩერდება ავტომატური გაჩერების ფუნქციის მეშვეობით. აღნიშნული ფაქტი ხელს უწყობს ელექტროენერგიის დაზოგვას. დანადგარი გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ ცხელი წყალი, ბოილერის დამატებით.
გამომდინარე იქიდან, რომ დანადგარი არც ისე ფართოა, მისი განთავსება შესაძლებელია მცირე ზომის შესასვლელის მქონე ბოილერის ოთახებში. ელეგანტური დიზაინი: ბოილერის გარე ფენები კოროზიისაგან დაცულია ელექტროსტატიკური ფხვნილისებრი საღებავის მეშვეობით.

 

პროდუქციის შეკვეთა
გააფორმეთ შეკვეთა საიტზე. ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს პერიოდში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე

მახასიათებლები

ბრენდი Unmak
ფერი ლურჯი
ზომა სიგრძე 800-2750მმ; სიგანე 825-1390მმ; სიმაღლე 1400-2125მმ;

დოკუმენტები

სიაში დაბრუნება