საწყობშია

HAIER-ის უმაღლესი ხარისხის მულტი სპლიტ კონდიციონერები. მულტი სპლიტ სისტემა ითვალისწინებს ერთ გარე ბლოკს და მასზე დაერთებულ რამდენიმე შიდა ბლოკს.

პროდუქციის შეკვეთა კითხვის დასმა
Heier-ის პროდუქცია წარმატებით იყიდება 160-ზე მეტ ქვეყანაში. წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის რაოდენობით Haier-ი პირველ ადგილზეა მთელ მსოფლიოში (EUROMONITOR 2009-ის მიხედვით). Haier  შევიდა პირველ ხუთეულში «50 ყველაზე კონკურენტუნარიანი ჩინური კომპანია მსოფლიო ბაზარზე», სიაში, რომელიც გამოქვეყნდა პეკინის საერთაშორისო ფორუმის მიერ 2006 წელს, ასევე – 100 ყველაზე გავლენიანი ბრენდი მსოფლიოში (Haier ერთადერთი ჩინური კომპანიაა, რომელიც ამ სიაშია შეყვანილი). ხოლო Haier Group-ის მფლობელი, ჩჟან ჟუიმინი, Financial Times-ის მიხედვით, იკავებს 26–ე ადგილს მსოფლიოში 50 ყველაზე გავლენიან ბიზნესლიდერთა შორის.


ძირითადი მახასიათებელი
  • მაღალი ეფექტურობა და კომფორტულობა.
  • DC ვენტილატორის ძრავა.
  • მაღალი ეფექტურობის ვენტილატორი.
  • ოპტიმალური DC კომპრესორის დრაივერი.
  • ოპტიმალური სითბოს მცვლელი.
  • მაღალეფექტურობა -> -მაღალეფექტური DC ინვერტერის კომპრესორი.
  • უმაღლესი დონის ენერგოეფექტურობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • ძილის რეჟიმი - გარე მოწყობილობა ავტომატურად ერთვება ღამის უხმაურო ფუნქციონირების რეჟიმზე, დღის განმავლობაში, მაქსიმალური გარე ტემპერატურის მიღწევიდან, 8 საათის შემდგომ.

შენიშვნა: აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომია საიტზე პარამეტრების დაყენების მეშვეობით.
გარე ტემპერატურისა (დატვირთვის) და გრაფაში ნაჩვენები დროის ურთიერთქმედება უბრალოდ მაგალითია.

 მაღალი საიმედოობა
  • ზეთის ბრუნვა - 1:3-დან 1:5-მდე გარე მოწყობილობის მოდელებისათვის. Haier-ის მულტი სპლიტ გარე მოწყობილობის სისტემა (3U19-5U45) ხასიათდება ზეთის გამყოფი დიზაინით, კომპრესორის ზეთი დროულად ბრუნდება კომპრესორში, შესაბამისად, ზეთით მომუშავე კომრპრესორი უზრუნველყოფს კომპრესორის ცვეთის დონის შემცირებასა და სისტემის საიმედოობის გაუმჯობესებას.
  • ელექტრული კოლოფის ვენტილაცია - ელექტრული კოლოფის დიზაინი: რეზერვირებული ჰაერის გამტარი არხი (1:3-1:5) სათანადოა ვენტილაციისათვის, ელექტრული კოლოფის სამუშაო ტემპერატურა შეიძლება მნიშვნელოვნად იქნეს შემცირებული, ხასიათდება შედარებით დაბალი ელექტრული კომპონენტის დისფუნქციის ალბათობით და გაუმჯობესებული საიმედოობით.


კონტროლი 
  • მაღალი ვოლტაჟის საკომუნიკაციო სადენი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ კონტროლი შეფერხებული არ იქნება ელექტრომაგნიტური ტალღით, რაც ამაღლებს კონტროლის საიმედოობას.
  • (მოცემულია სურათი) ელექტრომაგნიტური ტალღა
  • -მარტივია შესანახად და მარტივია გამოსაყენებლად, უფრო მოსახერხებელია მომხმარებლისათვის
  • -მარტივი შენახვა - მულტი და რეზიდენციული (Multi და Residential) სერიების უნიფიცირებული გარე მოწყობილობები ჩვენს დისტრიბუტორებსა და დამმონტაჟებლებს ხელს უწყობს ინვენტარის შემცირებასა და თანხის დაზოგვაში.
  • -მარტივი კონტროლი - უნივერსალური უსადენო კონტროლის მექანიზმი მაღალი კედლისთვის, კონსოლისთვის, კასეტისთვის, კონვერტირებადი არხისთვის შეიძლება მარტივად იქნეს გამოყენებული ნებისმიერი პირის მიერ.
  • განცალკევებული ღილაკები: გაგრილება, გათბობა, მშრალი, უხმაურო, რომლებიც მარტივია გამოსაყენებლად!


ძირითადი მახასიათებელი
  • -მარტივი ინსტალაცია, მეტად მოსახერხებელი მომხმარებლისათვის
  • -მარტივია გადასატანად
  • (მოცემულია სურათი)
  • -მარტივი გასადენიანება
  • გასადენიანების გადაწყვეტა: პარალელური კავშირი, მარტივი გასადენიანება. შენიშვნა: წითელი სადენი=ელექტროენერგიის სადენი; ლურჯი სადენი=საკომუნიკაციო სადენი; შავი სადენი=მილი.
  • (მოცემულია სურათი)
  • -მარტივი ვაკუუმირება და დატენვა
  • განახორციელეთ თითოეული შენობისშიდა ერთეულის ვაკუუმირება და დატენვა მხოლოდ ერთხელ, გენერალური გაჩერების სარქველის მეშვეობით (1:4-დან 1:5-მდე გარე ერთეული).
  • (მოცემულია სურათი)-გენერალური გაჩერების სარქველი.

-მარტივი მილგაყვანილობა
  • არ არის აუცილებელი, შენობისგარე ერთეულის მილგაყვანილობა ფსკერიდან ბოლომდე გრძელდებოდეს. ახალ SU45LS1ERA მილგაყვანილობა ზედმიწევნით მოქნილი გახდა გამომდინარე იქიდან, რომ მილგაყვანილობის ახალი დიზაინი, კომპრესორის ზეთს აბრუნებს კომპრესორში, კომპრესორის სიმძლავრისა და მიზიდულობის ძალის მეშვეობით,.


-მარტივი ექსპლუატაციაში გაშვება და შეკეთება
  • >გასადენიანებისა და მილგაყვანილობის შემოწმების პროგრამა.
  • ექსპლუატაციაში გაშვებისას, PCB პროგრამას შეუძლია გასადენიანებისა და მილგაყვანილობის სიზუსტის ავტომატურად შემოწმება, რისთვისაც საჭიროა მხოლოდ 10 წუთი, თითოეული შენობისგარე ერთეულისათვის.
  • რაიმე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, შენობისგარე ერთეულის დისფუნქციის ეკრანი აჩვენებს კოდს. ექსპლუატაციაში გაშვების სიზუსტის გაუმჯობესება.

>მომსახურე ეკრანი
  • ექსპლუატაციაში გაშვებისა და შეკეთების განმავლობაში, მომსახურე ეკრანზე გამოისახება დისფუნქციის კოდი, პრობლემის მარტივად აღქმის მიზნით.

>ერთხრახნიანი შეკეთების პანელი
  • ახალი შეკეთების პანელი დამონტაჟებულია გვერდითა პანელზე. დამმონტაჟებელმა უნდა მოხსნას მხოლოდ შეკეთების პანელი, მხოლოდ ერთი ხრახნის მოხსნით, რის შემდეგაც, მან უნდა შეამოწმოს კომპრესორის ფუნქციონირების სიხშირე და ხარვეზის კოდი ორმაგ 8 ეკრანზე.
  • მხოლოდ ერთი ხრახნის მოხსნაა საჭირო შეკეთების პანელის მოსახსნელად.

>საიტზე არსებული ტესტირების პროგრამული უზრუნველყოფა
  • ექსპლუატაციაში გაშვებისა და შეკეთების პროცესში, პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია შენობისგარე ერთეულთან დაკავშირება TD-02-ის მეშვეობით, აგრეთვე, ყველა შენობისშიდა და შენობისგარე ფუნქციონირების პარამეტრების წაკითხვა და ამასთანავე, აღჭურვილია პარამეტრის დიაგრამის ჩვენების ფუნქციით. დისფუნქციის შემთხვევაში, აჩვენებს ხარვეზის კოდს.

>სარქველის შემოწმება
  • სარქველის შემმოწმებელი (3U) ან გენერალური გაჩერების სარქველი (4U-SU) შეიძლება გამოყენებული იქნეს მაღალი/დაბალი წნევის ტესტებში, მარტივი ექსპლუატაციაში გაშვებისა და შეკეთების უზრუნველყოფის მიზნით.

>გამაგრილებელი საშუალების მარტივად დატენვა
  • დამმონტაჟებლებს არ შეეძლოთ გამაგრილებელი საშუალების დატენვა ზამთრის სეზონის განმავლობაში გამომდინარე იქიდან, რომ გაგრილების ოპერაცია შესაძლებელი არ იყო, დაბალი შენობისშიდა ტემპერატურის გამო. იძულებითი გაგრილების ოპერაციის რეჟიმი უზრუნველყოფს გამაგრილებელი საშუალების დატენვის შესაძლებლობას.

-ფუნქციონირების უფრო ფართო არეალი
  • გარე ტემპერატურაზე ფუნქციონირების უფრო ფართო არეალი:
  • -გაგრილება: -10˚C გრადუსიდან, 46˚C გრადუსამდე;
  • -გათბობა: -15˚C გრადუსიდან, 24˚C გრადუსამდე;
  • გაგრილება - დაბალი ტემპერატურის პირობებში.
  • -უფრო ფართო სიხშირული გამოყენება
  • გამომდინარე იქიდან, რომ მულტი სისტემა აღჭურვილია სხვადასხვა DC კომპონენტებით, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც 50 ჰერციან, ისე 60 ჰერციან ელექტროენერგიით მომარაგების პირობებში.
  • -უფრო ფართო ვოლტაჟის არეალი
  • სამუშაო ვოლტაჟი: 208V-240V.
  • სისტემა მეტად ტოლერანტულია არასტაბილური ვოლტაჟის პირობებში.

პროდუქციის შეკვეთა
გააფორმეთ შეკვეთა საიტზე. ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს პერიოდში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე

მახასიათებლები

ბრენდი Haier

დოკუმენტები

კატალოგი ზომა: 3.5 Мб
სერტიფიკატი ზომა: 6.3 Мб
სიაში დაბრუნება