საწყობშია
ISIDEM_ის Coolflex ელასტიური შესაფუთი მილები, სათანადო და ეფექტური ინსტალაციის მიზნით , სხვადასხვა დიამეტრითა და სისქით მზადდება და შეესაბამება “BL-s2-D0” ცეცხლის წინააღმდეგობის სტანდარტებს. ცივი და ცხელი წყლის მილების შეფუთვის გარდა, ISIDEM Coolflex ასევე ფართოდ გამოიყენება სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მილებისათვის.

პროდუქციის შეკვეთა კითხვის დასმა
კომპანია ISIDEM 1998 წელს დაარსდა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ფოკუსირებისა და წარმოების დიდი მოცულობის გამო, მალევე დაიკავა მოწინავე პოზიცია HVAC სექტორში. 
თავდაპირველად, კომპანია აწარმოებდა მართკუთხა და მრგვალი ფორმის საჰაერო მილებს, 2010 წელს კი დრეკადი საჰაერო მილების წარმოებაც დაიწყო.

2013 წლიდან ISIDEM აწარმოებს ელასტიური რეზინის ქაფს, რომელიც ფართოდ გამოიყენება HVAC დანადგარებში. ამჟამად, პროდუქციისა და ხარისხის კონტროლის სისტემების გამოყენებით, კომპანია აგრძელებს Coolflex-ის (ელასტიური რეზინის ქაფი), Flexiduct-ის (დრეკადი საჰაერო მილები) და Duct Connect-ის (საჰაერო მილების აქსესუარების) წარმოებას. 
ISIDEM მუდმივად ცდილობს დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები და მოლოდინები და მუდმივად მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს მათ. კომპანია ფლობს EN ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სისტემებს და აქტიურად იცავს წარმოების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის პოზიციას ბაზარზე. 
მსოფლიოში წამყვანმა ორგანიზაციამ U.S Green Building Council-მა Coolflex-ის ქარხანა ენერგიისა და გარემოს დიზაინის სფეროში ლიდერად დაასახელა. 

პროდუქციის შეკვეთა
გააფორმეთ შეკვეთა საიტზე. ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს პერიოდში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე

მახასიათებლები

ბრენდი ISIDEM

დოკუმენტები

სიაში დაბრუნება