ჰაერის ფარდა

საწყობშია
OLEFINI გვთავაზობს ჰაერის ფარდების პროგრესულ და დახვეწილ სერიას მაღალი ეფექტურობის მქონე ვენტილატორებითა და ელექტრო ტენებით, ხმაურის დაბალი პარამეტრებითა და ხარისხის მაღალი შესრულებით.
პროდუქციის შეკვეთა კითხვის დასმა

OLEFINI ბერძნული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1977 წელს და აწარმოებს 100-ზე მეტი სახეობის ჰაერის ფარდას, ფანკოილს და სავენტილაციო აქსესუარს. კომპანია პროდუქციის დისტრიბუციას ახდენს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთში, შვედეთში, ბელგიაში და რუსეთში.

                                   

უპირატესობები:
  • OLEFINI თბური ფარდები გამოირჩევა ენერგოეფექტურობით და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს
  • კორპუსი აგებულია მოთუთიებული უჟანგავი ფოლადისაგან და შეღებილია უმაღლესი ხარისხის საღებავით
  • ფარდაში ჩამონტაჟებულ ცენტრიდანულ ვენტილატორს გააჩნია მუშაობის 2 საფეხური, რომლის რეგულირებაც შესაძლებელია კედელზე დასამონტაჟებელი მართვის პულტით
  • კედლის რეგულატორით შესაძლებელია ელექტრო ტენის მართვა. 0% არამუშა მდგომარეობა, 33%, 66% და 100% ელექტრო ტენის მუშა მდგომარეობაში მოყვანა.
  • კორპუსზე დამონტაჟებული მოქნილი მილტუჩი გატყორცნილი ჰაერის ნაკადის მიმართულების შეცვლის საშუალებას იძლევა
  • ჰაერის ფარდაში ჩამონტაჟებულ პლატას აქვს მართვის ელექტრონული ‘’BMS’’ სისტემით კონტროლის შესაძლებლობა
  • ფარდის დამონტაჟება შესაძლებელია როგორც კედელზე, ასევე შესაძლებელია ჭერიდან დაკიდებულ მდგომარეობაში დამონტაჟება

 მახასიათებლები:
  • ვენტილატორის წარმადობა: 900 მ3/სთ-დან 2300 მ3/სთ-მდე
  • ხმაურის დონე: 43 dB-დან 59 dB-მდე
  • ელექტრო ტენის სიმძლავრე: 6კვტ-დან 15კვტ-მდე
პროდუქციის შეკვეთა
გააფორმეთ შეკვეთა საიტზე. ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს პერიოდში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე

მახასიათებლები

ბრენდი OLEFINI

დოკუმენტები

სიაში დაბრუნება