საწყობშია

Rooftop - სიმარტივისათვის სახურავის კონდენციონერი, წარმოადგენს ჰაერის დამუშავების აგრეგატს, რომლიც კონსტრუქციულად თავს იყრის ერთ დანადგარში და ფუნქციონალურად მიმართულია სამი ძირითადი დავალების შესასრულებლად: 

  • გათბობა
  • გაგრილება
  • ვენტილაცია

 

პროდუქციის შეკვეთა კითხვის დასმა

RHEEM მსოფლიო მასშტაბით თერმო-საინჟინრო პროდუქციის ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია. ამერიკული კომპანია 1925 წლიდან ხელს აქტიურად უწყობს მსგავსი ტექნიკის განვითარებას და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვა კონტინენტებზეც. კვალიფიციური ცოდნა, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, ხარისხი და საიმედოობა რიმის პროდუქციის  ხანგრძლივი და გამართული ექსპლუატაციის გარანტია. 

RHEEM-ის ენერგოეფექტურ და ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილ პროდუქციას შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გაზზე და ელექტრო ენერგიაზე მომუშავე სავენტილაციო დანადგარი რუფტოპი - Rooftop, რომელიც კერძო, კომერციული და ინდუსტრიული ობიექტებისთვის ჰაერის მომზადების იდეალური საშუალებაა.

რუფტოპი კონსტუქციულად თავს იყრის ერთ დანადგარში, რომლის განთავსება შესაძლებელია როგორც შენობის სახურავზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მასში მიმდინარეობს ჰაერის დამუშავების სრული პროცესი, გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია და დამუშავებული ჰაერის ჰაერსატარებისკენ მიმართვა, ხოლო კონტროლის ელექტრონული სისტემა თერმოსტატის მეშვეობით უზრუნველყოფს მის კომფორტულ მართვას და დიაგნოსტიკას.

რუფტოპის უპირატესობებში, სხვა გათბობისა და გაგრილების სისტემებთან შედარებით მნიშვნელოვანია მისი უნივერსალურობა, რადგან სტანდარტული სისტემების დანერგვით ამ მომსახურების მისაღებად საჭიროა მინიმუმ სამი აგრეგატის, გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და მათი სისტემების მონტაჟი.

ენერგოეფექტურობა რუფტოპის სავიზიტო ბარათია. დანახარჟები გათბობის, გაგრილების თუ სუფთა ჰაერით ჩანაცვლების დროს მაქსიმალურად უტოლდება გამომუშავებულ ენერგიას რაც ხაზს უსვამს მის  ოპტიმიზაციას სამივე მიმართულებით.

სტაბილურობა გარანტირებულია ნებისმიერი კლიმატის პირობებში. სისტემებისგან განსხვავებით, სადაც სითხეები ახდენენ ენერგიის განაწილებას, რუფტოპის მწყობრიდან გამოსვლის და გათბობის წარმადობის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს მაღალი ყინვის დროს. გაგრილებით მისი ეფექტურობა მაღალია +51C გრადუსამდე. R-410A ფრეონი კომპრესორს ანიჭებს მეტ წარმადობას R22 და R407C ფრეონებთან შედარებით რაც სტაბილურად მაღალ ენერგოეფექტურებას იძლევა ცხელი ამინდის დროს.

ხანგრძლივი ექსპლუატაცია  განპირობებულია ვენტილატორების და კომპექსორის დაცვის უახლესი სტანდარტების ავტომატური სისტემებით, სიმძლავრის სხვადასხვა რეჟიმებით და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ნედლეულით წარმოებით.

ეკონომიურობა მიიღება ენერგოეფექტურობითა და ჰაერსატარების თბოდანაკარგის დაბალი კოეფიციენტით. გათბობა-გაგრილების ინდუსტრიაში საერთაშორისო ნორმების დირექტივებიდან და ბაზარზე ენერგოეფექტური პროდუქციის მოთხოვნილებიდან გამომდინარე ინოვაციური და მაღალი ტექნოლოგიების მიღწევით შექმნილი ჰაერსატარებით შესაძლებელია ნებისმიერი ინტერიერის და წარმადობის შესაბამისი ჰაერის ცირკულირების მაგისტრალის მოწყობა რასაც თავისი წვლილი შეაქვს რუფტოპის უპირატესობებში.

რუფტოპს ამონტაჟებენ ისეთ დაწესებულებებში როგორიცაა სპორტული დარბაზები, საგამოფენო ცენტრები, კინოთეატრები, სუპერმარკეტები, გასართობი ცენტრები, საწყობები, კერძო სახლები და დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში, კანადაში და მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში. რუფტოპებით აღჭურვილია ისეთი ცნობილი ფირმის შენობები და დაწესებულებები როგორიცაა Ferrari, მრავალი ამერიკული სარესტორნო ქსელი PIZZA HOT, T.G., FRIDAYS, FUUDROCKERS, McDonalds და ა.შ. რუფტოპის მონტაჟი შესაძლებელია ასევე შენობის რეკონსტრუქციის დროსაც, რადგან საჰაერო მილების განლაგება ჭერიდან დაბლა შესაძლებელია 15-25 სმ-ის ფარგლებში, გამომდინარე აქედან რადიატორებისა და კონვექტორებისაგან განსხვავებით ასეთი გათბობა გაგრილების სისტემა რჩება თვალისათვის შეუმჩნეველი და მისაღებია ოთახის ინტერიერისათვის.

პროდუქციის შეკვეთა
გააფორმეთ შეკვეთა საიტზე. ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს პერიოდში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე

მახასიათებლები

ბრენდი Rheem

დოკუმენტები

სიაში დაბრუნება