ჩვენ შესახებ


ჩვენ შესახებ

კომპანია «ქებული კლიმატი» გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ, კომპანია თანამშრომლობს მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქცია სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ამავდროულად, ადაპტირებულია საქართველოში ექსპლუატაციისათვის.

კომპანიის ცენტრალური საწყობის ფართი 4000კვ.მ-ს შეადგენს, სადაც მუდმივად ინახება 1500-ზე მეტი დასახელების პროდუქცია. სპეციფიური დაკვეთის შემთხვევაში, პარტნიორების მხარდაჭერით, უმოკლეს ვადებში ხდება ინდივიდუალური მოთხოვნებით გამზადებული პროდუქციის მოწოდება.

 

ჩვენი მისია

პარტნიორებთან ერთად შევქმნათ ენერგოეფექტური და საიმედო საინჟინრო ასორტიმენტი. კვალიფიციური ცოდნის, პროფესიული გამოცდილების, კეთილსინდისიერი სერვისის მეშვეობით ვიზრუნოთ, რომ ჩვენთან შეძენილი პროდუქცია მომხმარებელს მრავალი წლის განმავლობაში უქმნიდეს ჯანსაღ და კომფორტულ გარემოს!