«ქებული კლიმატი» საქართველოში გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია, რომელიც პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტით სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე.

2005

კომპანია 2005 წელს დაარსდა და თავდაპირველად ქართულ ბაზარზე „თერმარსენალის“ სახელით იყო ცნობილი. ამავე წლიდან, კომპანია BOSCH-ის ექსკლუზიური დილერია საქართველოში.

2006
წელს “თერმარსენალი” წყლის ტუმბოების უმსხვილესი მწარმოებლის, დანიური კომპანია GRUNDFOS-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
2007

წლიდან კომპანიამ დაიწყო გაფართოება რეგიონებში. ამ წელს გაიხსნა "თერმარსენალის" პირველი ფილიალები ბათუმსა და ქუთაისში.

2010

წელს აშენდა მაღაზიათა ქსელის ცენტრალური საწყობი, რომლის ფართიც 4000კვ.მ-ს შეადგენს და სადაც მუდმივად ინახება 1500-ზე მეტი სახეობის პროდუქტი.

2011

წელს დასრულდა კომპანიის სათავო ოფისის მშენებლობა თბილისში, ბელიაშვილის ქ.40.

2012

წელს “თერმარსენალი” ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა.

2013

წელს კომპანიამ გაგრილების მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა, ამ წლიდან “თერმარსენალი” კონდიციონერების უმსხვილესი მწარმოებლის, HAIER-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

2014
წელს, კომპანიამ უფრო ვრცლად აითვისა ვენტილაციის მიმართულება და ბრიტანული გიგანტის, KINGSPAN-ის, ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია KINGSPAN-ის წინასწარ იზოლირებული პანელები სავენტილაციო ჰაერსატარებისთვის, რომელთაც აქვთ მრავალი ტექნიკური უპირატესობა ტრადიციულ თუნუქთან მიმართებაში.
2015

წელს მოხდა კომპანიის რესტრუქტურიზაცია და რებრენდინგი, რის შედეგადაც, შპს "თერმარსენალი" გარდაიქმნა სს «ქებული კლიმატად».

ამავე წლიდან «ქებული კლიმატი» სავენტილაციო და გათბობა-გაგრილების სისტემების მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი მწარმოებლის, ამერიკული კომპანია RHEEM-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახლავთ.

2016

წლისთვის «ქებული კლიმატის» მაღაზიათა ქსელი 12 ფილიალს შეადგენს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. «ქებული კლიმატის» მაღაზიებს შეგიძლიათ ეწვიოთ: თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში.