NEMA

Nема Makine-მ  (თურქეთი) საქმიანობა დაიწყო 1998 წელს ლითონის ფორმირების სფეროში. ამ მომენტისათვის - ეს არის თანამედროვე ქარხანა, რომელიც განთავსებულია 20000 კვადრატულ მეტრზე და აწარმოებს მემბრანიან ავზებს.

Nема Makine ჩართულია გათბობის, გაგრილების, სასმელი წყლის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებისთვის მაღალი ხარისხის გაფართოების ავზების წარმოებაში, რომლებიც გამოიყენება გამაძლიერებლებთან და ტუმბოებთან ერთად ყველა ტიპის შენობებისთვის, როგორებიცაა ქალაქგარე კერძო სახლები, ბინები, სკოლები, ბიზნეს ცენტრები, ქარხნები, ცათამბჯენები, აეროპორტები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ.

Nема Makine-ს, Winkelmann ჯგუფის ნაწილ კომპანიას ყოველთვის ირჩევდნენ და უწევდნენ რეკომენდაციას მსოფლიო ბაზარზე და გამოარჩევდნენ როგორც მომხმარებლებისთვის საიმედო პარტნიორს.

კომპანია Winkelmann Group-ში ამჟამად დასაქმებულია დაახლოებით 2500 ადამიანი მთელს მსოფლიოში და 2010 წელს საერთო წლიურმა ბრუნვამ მიაღწია დაახლოებით 395 მილიონ ევროს. მაღალი ხარისხის სტანდარტების მიღწევისათვის, Nema makine მიიჩნევა თურქეთის ბაზრის უდავო ლიდერად. მაღალი ხარისხის პროდუქცია, მისი დროული მიწოდება და მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება არის Nема Makine-ს საქმიანობის ძირითადი პრინციპები, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის წარმატებას.

პროდუქციამ დაიმსახურა დიდი ქება მსოფლიოს სხვადასხვა სერტიფიცირებული ორგანიზაციებისგან. ტექნიკური და ტექნოლოგიური გაფართოების და განვითარებისთვის გაწეულმა შრომამ გამოიღო შედეგი და კომპანიამ მოიპოვა საერთაშორისო ISO 9001 და СЕ სერტიფიკაცები, რაც ასოცირდება მაღალ ხარისხთან.

პროდუქცია სარგებლობს დიდი მოთხოვნით, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიას, რომელსაც აქვს დიდი საექსპორტო პოტენციალი  მის სექტორში თურქეთის ტერიტორიაზე, რეგულარულად უშვებს პროდუქციას ექსპორტზე მსოფლიოს 24 ქვეყანაში.