ოჯახის სიმშვიდის და უსაფრთხოების გარანტი

ოჯახის სიმშვიდის და უსაფრთხოების გარანტი

თქვენი ოჯახის სიმშვიდის და უსაფრთხოების გარანტი

ყველა ჩვენგანისათვის გათბობის საკითხი  აქტუალური ხდება, როგორც კი ტემპერატურა ვარდნას იწყებს. არსებობს საშიშროება, რომ   ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობელის ან ქვაბისაგან გამოყოფილი სითბო შესაძლებელია შეიცავდეს  საშიშ ნივთიერებას - ნახშირჟანგს (CO). მხუთავი აირი, სითბოს წარმოქმნის პროცესის გვერდითი შედეგია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გამათბობელი ან ქვაბი გამართულად არ მუშაობს, არსებობს  დიდი საშიშროება იმისა, რომ თქვენი საცხოვრებელი  აივსოს მხუთავი აირით და თქვენ ამის შესახებ ვერც კი გააცნობიეროთ. განსაკუთრებით ახლა, როდესაც  ჩვენ ვცდილობთ ჩვენი საცხოვრებელი ფართი უფრო მჭიდრო და ენერგოეფექტური გავხადოთ, ნახშირჟანგით მოწამვლის რისკი ძალიან მაღალია.

ინტოქსიკაციის სტატისტიკა

2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე СO-თი ინტოქსიკაციის შემთხვევების მაჩვენებელი   საგანგაშოა. ამ ხნის განავლობაში დედაქალაქში 3103 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ფატალური შედეგებით, თუმცა იმის გამო, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენა სცდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კომპეტენციას, გაზით მოწამვლის შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკური მონაცემების მოპოვება ვერ ხერხდება.

ჩუმი მკვლელი

ლეტალური შედეგი დგება მაშინ, როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვისუნთქავთ ნახშირჟანგს. მოწამვლის საფრთხე მატულობს, რადგან შეუძლებელია თქვენმა სხეულმა მხუთავი აირი იგრძნოს სუნით ან გემოთი. სწორად ამ ფაქტმა განაპირობა მისი საზარელი დასახელება - „ჩუმი მკვლელი“. მისი აღმოჩენის ერთადერთი გზა არის  კომპლექსური დეტექტორი.

ნახშირჟანგით მოწამვლის სიმპტომები

აღინიშნება გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორც წესი მცირე ცხელებით. 

  • ბუნდოვანი მხედველობა
  • თავბრუსხვევა
  • ღებინება
  • სისუსტე
  • დეზორიენტაცია
  • თავის ტკივილი
  • გულის წასვლა
  • გახშირებული გულის ცემა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • კრუნჩხვები
  • სმენის დაკარგვა

და შესაძლოა ...

  • გულის გაჩერება

ორმაგი დაცვა ერთი კომპლექსური დეტექტორით

ბუნებრივი და მხუთავი აირის მაღალსტაბილური დეტექტორი გამოიყენება ორივე სახეობის (მხუთავი და ბუნებრივი) აირისათვის. მასში გამოყენებულია თანამედროვე ნახევარგამტარი სენსორები ბუნებრივი და მხუთავი აირის გაჟონვების დადგენის მიზნით. დეტექტორი განკუთვნილია ბინების, კერძო სახლების და კომერციული ფართების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ კომპლექსური დეტექტორი, რომელიც ბუნებრივი და მხუთავი აირების არსებობის დასადგენად გამოიყენება, ქართულ ბაზარზე სიახლეა და მხოლოდ «ქებული კლიმატის» მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ.

საკმაოდ რთულია გაუმკლავდე ისეთ საფრთხეს, რომელსაც ვერ ხედავ და ვერ  გრძნობ. გამოსავალი მარტივია - ქებული კლიმატის კომპლექსური დეტექტორი, რომელის ანალოგი საქართველოში  არ არის, ორმაგი დაცვის შემძლეა. სწორედ აღნიშნული დეტექტორის მეშვეობით თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ თქვენს სახლში თუ ოჯახში მშვიდი და უსაფრთხო გარემო.

დაიცავით თქვენი სახლი და ოჯახი ჩუმი მვკლელისაგან!