„ბოში“ 130 წლისაა

„ბოში“ 130 წლისაა

კომპანიის ისტორია სათავეს 1886 წლიდან იღებს, როდესაც მისმა დამფუძნებელმა გერმანელმა ინჟნერმა და გამომგონებელმა რობერტ ბოშმა გახსნა ელექტროტექნიკის და ზუსტი მექანიკის მცირე საწარმო ქალაქ შტუტგარტში. შტატი მექანიკოსისგან და ქვეოსტატისგან შედგებოდა, ხოლო საწყის კაპიტალს 10 000 გერმანული მარკა მოიცავდა.

6 წლის განმავლობაში რობერტმა უამრავ საწარმოში იმუშავა, როგორც ევროპაში, ისე კონტინენტის მიღმა. ბოლოს კვლავ სამშობლოში დაბრუნდა, გადაწყვეტილი ჰქონდა დაეფუძნებინა საკუთარი წარმოება.

ორკაციანმა სახელოსნომ, როგორც ბოშის პირველად წინაპარს ხშირად მოისხსენიებენ ხოლმე, დასაწყისში უამრავი სიძნელე გადაიტანა. რობერტი ველოსიპედით კარდაკარ დადიოდა და ლამის იხვეწებოდა - მიეცათ ტექნიკის შეკეთების საშუალება. რობერტის შრომა ტექნოლოგიურმა პროგრესმა დააფასა და 1890 წელს, როდესაც შტუტგარტის ხელისუფლებამ ქალაქის ელექტროფიცირება გადაწყვიტა კონტრაქტი სწორედ რობერტის ფირმას დაუდო. სულ მალე, ბოშის ფირმამ მაგნეტო გამოიგონა -  ელექტრომაგნიტური მანქანა, რომელიც მექანიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიდა. რობერტის წარმატება ფეხს ჯერ კიდევ ახლა იდგამდა, 1902 წელს მარსელ რენოს პარიზი-ვენის რბოლაში გამარჯვებამ, რომლის ავტომობილიც მაღალვოლტიანი მაგნეტოთი იყო აღჭურვილი ბოშისთვის უდიდესი წარმატება იყო. ახლა მას მთელ მსოფლიოზე იცნობდნენ, კომპანიას უკვე 33 ქვეგანყოფილება ჰქონდა, ხოლო ბრუნვა 27 მილიონ გერმანულ მარკას აღწევდა.

ამბობენ, სამყარომ ყოველ ცოცხალ ორგანიზმს გადარჩენისთვის თავისი იარაღი მიანიჭა, ადამიანის იარაღი კი ტექნოლოგიააო. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანმა ბოშის წყალობით უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი შექმნა. 


დღეს “Bosch Thermotechnik GmbH” წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელია შიდა გათბობის გაგრილებისა და ცხელი წყლის სფეროში. „ბოში“ გვთავაზობს ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ფართო არჩევანს. კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს ბუნებრივი რესურსების სისტემის მოქნილობას და მომხმარებლის მოთხოვნილებების ერთმანეთთან შერწყმას. „ბოშის“ პროდუქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბებით არის გავრცელებული, მათ შორის ჩვენთან. საქართველოში „ბოშის“ მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოყენება შესაძლებელია, კომპანიის ოფიციალური დეველოპერები ქართველ მომხმარებელს გათბობის სანდო და ენერგოეფექტურ პროდუქციას სთავაზობენ.
კომპანია „ქებული კლიმატი“ გათბობის, გაგრილების და წყალმომარაგეობის სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. „ქებული კლიმატი“ უკვე ათი წელია რაც „ბოშის“ პროდუქციის ოფიციალური დილერია. 

„ქებული კლიმატის“ საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ბოშის ორ კონტურიანი ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგების ქვაბები შეიძინოთ. ქვაბი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სანთურით და საცირკულაციო ტუმბოთი. თანამედროვე ტექნოლოგიების და გამოცდილების სინთეზი იძლევა ენერგოეფექტურ, ხანგრძლივ, ექსპლოატაციაზე გათვლილ, დაცულ და უსაფრთხო პროდუქტს.

ამბობენ, ბუნება სასტიკი და ცივიაო, მაგრამ სწორედ ამ ბუნებამ მოგვცა საშუალება ჩვენ, ადამაინებს განვითარების და პროგრესის. გარეთ ცივა, ზამთარი გვიახლოვდება, მაგრამ სახლში ამინდს ჩვენ ვქმნით. რობერტ ბოშის და მისი კომპანიის ისტორია სწორედ ამის მაგალითია, ესაა უწყვეტი ინოვაცია, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნილებას, ხოლო ამის პარალელურად ხელს უწყობს სუფთა, მწვანე გარემოს შენარჩუნებას.