საკონდენსაციო ქვაბი

საკონდენსაციო ქვაბი

კომპანია Gassero დაარსდა 2011 წელს, როგორც ინოვატორი კომპანია გათბობის სისტემების მიმართულებით თურქეთში, პარტნიორების დახმარებით, რომლებსაც 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში.

კომპანიის პროფილი ითვალისწინებს მაღალი მარგი ქმედების მქონე, გარემოსათვის უსაფრთხო საკონდენსაციო ქვაბებისა და მისი მართვის სისტემების წარმოებას.


საკონდესაციო ქვაბი


კონდენსაციის ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის მივიღოთ სითბო განსაკუთრებული ეკონომიური მეთოდით. საკონდენსაციო ქვაბი ბუნებრივი აირის რესურსს იყენებს ისე, რომ საკვამურში გამავალი გამონაბოლქვის ტემპერატურა სტანდარტულ ქვაბთან შედარებით საშუალოდ ორჯერ დაბალია, რაც ნიშნავს, რომ სითბოსათვის აუცილებელ სასარგებლო ენერგიას მაქსიმალურად ართმევს ბუნებრივ აირს. ბუნებრივი აირის წვის დროს გამოიყოფა ორთქლი, რომელიც არასაკონდენსაციო ქვაბების შემთხვევაში საკვამლე მილიდან გაედინება წვის შედეგად გამოყოფილ სხვა აირებთან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ საკონდენსაციო ქვაბი ნამწვს აცივებს მაქსიმალურად სითბოს ენერგიად გარდაქმნისათვის მასში არსებული ორთქლი ცივდება, კონდენსირდება და სწორედ ამ პროცესის გამო ქვაბს, რომელიც ბუნებრივი აირის წვის დროს გამოყოფილ ტემპერატურას იყენებს მაქსიმალურად ეწოდება საკონდენსაციო.

ჩვეულებრივ გათბობის ქვაბში სისტემიდან ცივი წყალი შედის თბომცვლელში, სადაც ბუნებრივი აირის წვის შედეგად წარმოქმნილი სიმხურვალე გადაეცემა და წყალი ცხელდება. მიღებული ცხელი წყალი უბრუნდება გათბობის სისტემას და ათბობს გამათბობელ ელემენტებს და სითბო ოთახებში ნაწილდება.

მსგავსი გათბობის ქვაბების ენერგოეფექტურობა 92%-მდე განისაზღვრება.

დარჩენილი 8% გამონაბოლქვის სახით გამოიდევნება საკვამურიდან. ამ დროს გამონაბოლქვის ტემპერატურა 120-150 გრადუსს აღწევს. გამონაბოლქვს ასევე თან ახლავს აირის დაუწვავი ნარჩენები, რაც საზიანოა გარემოსთვის.


კონდენსაციური ქვაბი ჩვეულებრივთან შედარებით გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და დაბალი გამონაბოლქვის დონით, რაც თავის მხრივ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობითაა მიღწეული.

საკონდესაციო ქვაბში გამოყენებული ტექნოლოგია გვაძლევს ჰაერისა და ბუნებრივი აირის ოპტიმალური შერევის საშუალებას, აირი ბოლომდე იწვის და საკვამური მილიდან გამოტყორცნილი დაუწვავი ნარჩენები პრაქტიკულად აღარ არსებობს.


წვის შედეგად წარმოქმნილი ნამწვი აირების ტემპერატურა აქაც 120-150 გრადუსს აღწევს, თუმცა ისინი საკვამურ მილში გადასვლამდე კიდევ ერთ პროცესს გადიან. კონდენსაციური თბომცვლელი ცხელ აირებს ახვედრებს სისტემიდან შემომავალ ცივი წყლის ნაკადებს. ამ დროს აირის სიმხურვალე გადაეცემა წყალს, რომელიც შემდეგ გადადის მთავარ თბომცვლელში და ალით დამატებით ცხელდება საჭირო დონემდე. ნამწვი გაზის ტემპერატურა 55 გრადუსზე ქვემოთ ეცემა, რა დროსაც ნამწვიდან წარმოიქმნება კონდენსატი, რაც ქვაბიდან სპეციალური მილით წყლის სახით გამოიდევნება. შედეგად, მაქსიმალურად გამოიყენება ბუნებრივი აირის წვით მიღებული ენერგია.


აირის სრული წვით მიღებული თბური ენერგია არის 100%. ამ 100%-ის 11% დამატებით ნამწვის სახით იკარგება. ასე რომ, თუ ჩავთვლით, რომ პოტენციურად , დანაკარგების გარეშე 111% ეფექტურობის მიღებაა შესაძლებელი.






ჩვეულებრივ კონვექციურ ქვაბთან შედარებით საკონდენსაციო დაახლოებით 20%-მდე ეკონომიურია ხარჯის თვალსაზრისით, აქვს გონივრული ამოგების ვადები, დაბალი გამონაბოლქვის კოეფიციენტი, მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი!


გალერეა