თბილი იატაკი

თბილი იატაკის ტიპები 

თბილი იატაკების ძირითადი განსხვავება არის გამათბობელ ელემენტში, რომელიც გამოიყენება სისტემებში. ამ ეტაპისათვის მომწოდებლები გვთავაზობენ შემდეგ ვარიანტებს: იატაკის ელექტრო გათბობა ასევე იყოფა : 

  • წყლის(ჰიდრავლიკური) თბილი იატაკი
  • იატაკის ელექტრო გათბობა

იატაკის ელექტრო გათბობა ასევე იყოფა : გამათბობელი კაბელი, თხელი კაბელი(მატი) და ინფრაწითელი ფირი.


წყლის(ჰიდრავლიკური) თბილი იატაკის თავისებურებები

წყლის იატაკის გათბობა მონტაჟის თვალსაზრისით საკმაოდ რთულია, მაგრამ სითბოს სწორი გადანაწილების ხარჯზე უკეთესი რეზულტატი აქვს ვიდრე ელექტროს. ხარჯის თვალსაზრისით ეს სისტემა ძალიან ეკონომიურია, მითუმეტეს როდესაც ძირითად გათბობის სისტემად გამოიყენება.

მონტაჟისას აუცილებელია მთლიანად მოშორდეს ძველი იატაკის საფარი და მოჭიმული იატაკი(„სტიაჟკა“).

გამათბობელი კონსტრუქცია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ეს დაკავშირებულია თბოიზოლაციის აუცილებლობასთან. იზოლაციის შემდეგ მონტაჟდება მეტალოპლასტმასის მილები წყლის ცირკულაციისათვის და ზევიდან ეფინება მოჭიმული იატაკი.

შედეგად ვიღებთ, რომ წყლის თბილი იატაკის კონსტრუქციისათვის გვჭირდება 5-7 სანტიმეტრი და დამატებით თბოიზოლაციის საფარი რომელიც სიტუაციის მიხედვით 4-15 სმ-ს ფარგლებში მერყეობს.

ასევე ჰიდრავლიკური თბილი იატაკის სრული კონსტრუქცია საკმაოდ მძიმეა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ბინაში მონტაჟს.

წყლის თბილი იატაკის გათბობა მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ თუ მთლიან სახლში ყენდება სისტემა და აპარტამენტის სპეციფიკა გვაძლევს ამის საშუალებას.


იატაკის ელექტრო გათბობის თავისებურებები

იატაკის ელექტრო გათბობის შემთხვევაში ენერგია გამათბობელი ელემენტების საშუალებით გადაეცემა პირდაპირ იატაკის საფარს.

კონსტრუქციის მიხედვით იატაკის ელექტრო გათბობა იყოფა ორ კატეგორიად კაბელად და ფირად.

კაბელის შესაძლებელია დამონტაჟდეს მოჭიმული იატაკის ქვეშ ლითონის ბადეზე(სეტკა) და თითქმის არ იმოქმედოს მის სისქეზე.

არსებობს კაბელით გათბობის დამატებითი ვარიანტი, რომელიც ქარხნულად თვითწებადი ბადით არის შემოთავაზებული(გამათბობელი მატი), მისი გამოყენება შეგვიძლია არსებული საფარის(ბეტონი) გასუფთავებულ ზედაპირზე, წავუსვათ ზევიდან წებო-ცემენტი და შემდეგ უკვე იატაკის ძირითადი საფარი.

ფირი შეგვიძლია გამოვიყენოთ მზა მოჭიმული იატაკის ზედა საფარად, ამისათვის საჭირო იქნება პოლიეთილენის ალუმინიანი თბოიზოლაცია.

იატაკის ელექტრო გათბობის საშუალებით თავისუფლად შეგვიძლია გავათბოთ დამხმარე ან პატარა ფართის მქონე ადგილები, რომელთა გათბობა ძირითადი სისტემით არ/ვერ ხდება: ლოჯიები, ვერანდა , მანსარდა, ღია სივრცეები და ა.შ.

მანამ, სანამ ავირჩევთ გამათბობელი სისტემის ტიპს, უნდა განვსაზღვროთ მისი ამოცანა და გამოყენების მეთოდი.

იატაკის ელექტრო გათბობა შეგვიძლია გამოვიყენოთ დამხმარე გამათბობელ საშუალებად ან მთლიანად ჩავანაცვლოთ კლასიკური გათბობა.


თბილი იატაკი ცენტრალური გათბობის დამხმარე სისტემად


თბილი იატაკის როგორც ცენტრალური გათბობის დამხმარე სისტემად ძირითადი ფუნქცია არის იატაკის საფარის უმნიშვნელო გათბობა მთლიან ზედაპირზე. ასეთი ტიპის გათბობა ყველაზე ხშირად გამოიყენება სააბაზანო ოთახსა და ლოჯში.

როგორ შევარჩიოთ თბილი იატაკი ამ შემთხვევაში? სითბოს ყველაზე კარგად თანაბრად ანაწილებს ელექტრო იატაკი(ნებისმიერი ტიპი). ეს დაკავშირებულია უცვლელ ელემენტების უცვლელ ტემპერატურასთან რომლებიც შეერთებულია ერთ თერმოსტატთან. ჰიდრავლიკური თბილი იატაკი ამ შემთხვევაში პოზიციებს თმობს, რადგან ცხელი წყალი, რომელიც გადის მილების სისტემაში თანთათანობით ცივდება და გათბობა არათანაბარი იქნება.

არსებობს მილების გადანაწილების გარკვეული კონფიგურაციები სადაც მიიღწევა სითბოს მაქსიმალურად თანაბარი განაწილება, თუმცა როდესაც თბილ იატაკს დამატებით სისტემად ვიყენებთ უმჯობესი და უპირატესია იატაკის ელექტრო გათბობა.

თბილი იატაკი როგორც გათბობის ძითადი სისტემა


თბილი იატაკი გათბობის ძირითად სისტემად გამოყენებისას დამხმარე სისტემა აღარაა საჭირო.

უპირატესობა ამ შემთხვევაში მიენიჭება წყლის(ჰიდრავლიკურ) სისტემას. ამ შემთხვევაში იატაკის გათბობა 20-24 გრადუსით საკმარისია.ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ შენობის მახასიათებლებზე(სითბოს დანაკარგი). წყლის სისტემა ამ შემთხვევაში ელექტროზე უკეთესია.

სითბოს თანაბარი გადანაწილების დროს, მაშინ როცა გასათბობ ფართში არის სტაციონარული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, იატაკის ელექტრო გათბობის შემთხვევაში ეს ადგილები გათბობის გარეშე უნდა დარჩეს, აქედან გამომდინარე აუცილებლად გამოჩნდება «სიცივის კერები» ანუ ადგილები გაზრდილი თბოდანაკარგებით.

წყლის სისტემაში სწორად გადანაწილებული მილების დროს, უფრო დიდი სითბოს გადატანა ხდება გარე კედლებზე და შემცირება ოთახის იმ ადგილებში სადაც გადაჭარბებული გათბობა არაა საჭირო.

 


როდის და რომელი თბილი იატაკი გამოვიყენოთ?

იატაკის ელექტრო გათბობა გამოიყენება შემდეგ სიტუაციებში:

  • ძირითადი სისტემის დამხმარედ, ლოჯის, ვერანდის, მანსარდის, სააბაზანო ოთახის გასათბობად.
  • იატაკის სწრაფად გასათბობად ისეთ ადგილებში როგორიცაა სააბაზანო და საპირფარეშო.
  • მრავალსართულიანი სახლის ისეთ ბინებში სადაც ჰიდრავლიკური სისტემის მონტაჟი შეუძლებელია.
  • ნებისმიერ ადგილას, სადაც კაპიტალური რემონტის გაკეთება არ იგეგმება(გამათბობელი ფირი)


წყლის თბილი იატაკი იდეალურია თუ გვსურს:

  • რადიატორის სისტემის მთლიანად ჩანაცვლება
  • კლასიკური გათბობის სისტემის დამხმარედ, მთელი სახლის ან ბინის ფართობზე (თუ ეს შესაძლებელია).


თბილი იატაკი და ზედა საფარის შერჩევა

თბილი იატაკის მონტაჟისას არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ზედაპირის შერჩევისას.

იმის გამო, რომ გათბობა ხორციელდება იატაკის სრულ ზედაპირზე, საფარი რომლებსაც აქვთ მაღალი თბოიზოლაცია ბუნებრივად ხელს შეუშლიან სითბოს ოთახში განაწილებას.

უმჯობესია საფარი იყოს კაფელი ან კერამიკული ფილა. არსებობს სპეციალური წებო, რომელიც იძლევა საშუალებას ოპტიმალური სითბოს გადანაწილებისა.

ისეთი მასალები როგორიცაა ლინოლეუმი, პარკეტი და ხალიჩა, არ იქნება მიზანშეწონილი, უფრო სწორად რომ ვთქვათ გაცილებით ნელა მოხდება თბოგადაცემა. შედეგად გამოგვივა, რომ უნდა დავხარჯოთ გაცილებით მეტი ენერგია იმისათვის რომ მივიღოთ სასურველი ტემპერატურა ოთახში, თანაც გათბობის ელემენტები გადახურდება, რაც თავისთავად სისტემის ექსპლოატაციის ვადას შეამცირებს.

ჰიდრავლიკური (წყლის) თბილი იატაკი უფრო მედეგი იქნება ამ შემთვევაში, თუმცა მისი ეფექტურობაც ასევე დაიკლებს.

თუ თბილი იატაკი პარკეტის ქვეშ დავამონტაჟეთ ეს პარკეტის გამოშრობას შეუწყოფს ხელს და ეს ვიზუალურადაც გამოჩნდება.




რომელი საფარის გამოყენება შეგვიძლია?

შეგვიძლია გამოვიყენოთ:

  • ლინოლეუმი(დათბუნების გარეშე)
  • ლამინატი
  • თხელი პარკეტი
  • კერამიკული და კაფელის ფილა
  • დასასხმელი იატაკი

ოპტიმალური ვარიანტი თბოგადაცემის ეფექტურობისათვის იქნება დასასხმელი იატაკი და კაფელის ფილა. ეს მასალები გვაძლევს საშუალებას სწრაფად და პრაქტიკულად დანაკარგების გარეშე გადაეცეს სითბო ამ ელემენტებს და შემდეგ უკვე ოთახში ჰაერს.


რომელი სისტემა ათბობს უკეთესად და რომელი უფრო ეკონომიურია?

ცალსახა პასუხი ამ შეკითხვაზე არ არსებობს.

სწორად დამონტაჟებული და დანიშნულების მიხედვით გამოყენებული ორივე სისტემა იდეალურად ართმევენ თავს დავალებას. იგივე ითქმის ღირებულების საკითხზეც: იატაკის ელექტრო გათბობის სისტემა წყლის სისტემასთან შედარებით იაფი დაჯდება. ჰიდრავლიკური სისტემა ექსპლოატაციაში უფრო ეკონომიურია, მაგრამ თვითონ სისტემის ღირებულება არის უფრო ძვირი.

არ იქნება მართებული ჰიდრავლიკური სისტემის გამოყენება ლოჯში ან სააბაზანო ოთახში, რადგან უფრო იაფი და მარტივი იქნება ელექტრო გათბობის მონტაჟი. ელექტრო გათბობა უპირატესია თუ გვჭირდება კონკრეტული ფართის სწრაფად გათბობა.

იატაკის ელექტრო გათბობა – ხარჯი

თუ თქვენ იატაკის გათბობის სისტემის შეძენას ფიქრობთ, მაშინ აქტუალურია საკითხი თუ რა გექნებათ ხარჯი?

როგორც ვხვდებით კონკრეტული პასუხი ამ შეკითხვაზე არ არსებობს, რადგან გასათვალისწინებელია თბოდანაკარგები, რომელიც ინდივიდუალურია. განვიხილოთ იატაკის ელექტრო გათბობის ხარჯიანობა.

ფაქტორები რომლებიც ხარჯზე მოქმედებს:

  • რა ფართზე გამოიყენება სისტემა? დამატებითია თუ ძირითადი გათბობის წყარო?
  • შენობის თბოიზოლაციის დონე. რაც უფრო კარგად არის დათბუნებული ფანჯრები, კარებები, კედლები მით უფრო ნაკლები ენერგია დაიხარჯება გათბობაზე.
  • კლიმატური პირობები. რაც უფრო ცივა მით უფრო მეტი მოხმარება იქნება.
  • იატაკის საფარი და მისი თვისებები.
  • ოთახში ადამიანების რაოდენობა.
  • ადამიანის პიროვნული თავისებურება - მისი სითბოს აღქმა(ტემპერატურული რეჟიმი).
  • თერმორეგულატორის ტიპი, რომელიც გვაძლევს დაახლოებით 30%-მდე ეკონომიას, თბოიზოლაციის გამოყენება.

თუ ხშირად არ იმყოფებით სახლში შეგიძლიათ გათბობა გამორთოთ, თუ სისტემა არ მუშაობს შესაბამისად ხარჯიც არ გვაქვს, როდესაც დაბრუნდებით ჩართოთ და 15-20 წუთის ფარგლებში მიიღოთ კომფორტული გათბობა.


მოხმარების საბაზისო მაჩვენებლები, რომლის მიხედვით შეგვიძლია გამოვთვალოთ ელექტროენერგიის ხარჯი:

  • როდესაც ელექტრო გათბობა დამატებით სისტემადაა გამოყენებული სიმძლავრე ვარირებს 100-160ვატის ფარგლებში 1 კვადრატულ მეტრზე.(კაბელის, მატის და ფირის შემთხვევაში)
  • როდესაც ძირითად სისტემად ვიყენებთ დაახლოებით 200ვატის ფარგლებში 1 კვადრატულზე.(კაბელი)

ელექტრო სისტემები ინტენსიურად ხარჯავენ ელექტრო-ენერგიას მხოლოდ საწყის ეტაპზე.

როდესაც თერმოსტატზე მითითებულ ტემპერატურამდე გათბება იატაკი, ენერგომოხმარება იკლებს და მინიმალური ხარჯით ინარჩუნებს მითითებულ ნიშნულს, პერიოდული ჩართვა-გამორთვის მეშვეობით.

სისტემა 1 საათში დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში მუშაობს, რაც დღე-ღამეში დაახლოებით 6 საათია.


 ელექტრო ენერგიის მაქსიმალური ხარჯის გამოთვლა


ავიღოთ მაგალითი, სადაც დავითვლით ელექტრო ენერგიის მაქსიმალურ ნიშნულს:

გვაქვს სტანდარტული ოთახი, 14 კვადრატული, აქედან გასათბობია ფართი 10 კვადრატი.გავითვალისწინოთ, რომ იატაკის ელექტრო გათბობის დაყენება სრული ფართის 70%-ზე საკმარისია რომ მოხდეს სრული ფართის გათბობა. 1 კვადრატულზე სიმძლავრე ავიღოთ 150 ვატი.(განსხვავდება ელეტრო გათბობის სისტემის მიხედვით 100-120-150ვატი).შესაბამისად, საერთო ნომინალური სიმძლავრე გამოგვივა 150*10=1500ვატი(1.5კვტ.). დავუშვათ იატაკის გათბობა ჩართული გვაქვს უწყვეტ რეჟიმში, ეს ნიშნავს რომ სისტემა მუშაობს 6-8 საათს.გავამრავლოთ 8 საათი 1.5 კვტ.-ზე და მივიღებთ მაქსიმალურ ელექტროენერგიის მოხმარებას დღეში:

1.5კვტ*8სთ= 12 კვტ.*სთ, თვეში გამოვა 360 კვტ.*სთ

საქართველოში ერთი კილოვატი ელექტრო-ენერგიის ფასი ვარირებს მოხმარებული სიმძლავრის მიხედვით – 12.980-დან – 21.476 თეთრამდე მდე.

ავიღოთ მაქსიმალური მნიშვნელობა 0.215 ლარი., შესაბამისად მივიღებთ:

360კვტ*სთ*0.2 = 77.4 ლარი.

გავიხსენოთ, რომ ეს არის მაქსიმალური ნიშნული.

ენერგიის რეალური ხარჯი გაცილებით დაბალი იქნება, თუ იატაკს ზაფხულში გამორთავთ დაამონტაჟებთ თერმორეგულატორს, რომელიც ყურადღებას მიაქცევს ტემპერატურას და ასევე გამოირთვება როდესაც თქვენ ტოვებთ სახლს და ირთვება როდესაც ბრუნდებით, გააკეთებთ დიდ ეკონომიას და საჭიროების დროს სითბო სულ თქვენთან იქნება!