მზის ენერგიას ადამიანი უხსოვარი დროიდან მოიხმარს. მისი სიკეთე, ხშირად, გაუცნობიერებელია. შესაძლოა, არც კი დავფიქრდეთ, რომ ბუნებრივ რესურსებში, რომლებსაც შენობების გასათბობად თუ წყლის გასაცხელებლად ვიყენებთ (შეშა, ნახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი), მზის ენერგიაა დაუნჯებული.

რესურსები, რომელთა მარაგიც დედამიწაზე ათასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა, ულევი როდია, მათი ეკონომიური ხარჯვა კი თანამედროვეობის აქტუალური პრობლემაა.

ამ პრობლემის გადაჭრისათვის, ერთერთი მთავარი როლი სწორედ მზის ენერგიის გამოყენებას ენიჭება.

ინფორმაცია განსჯისათვის:

ერთი დღის განმავლობაში დედამიწაზე დაცემული მზის ენერგიის მოცულობა ათიათასჯერ აღემატება შეშის, ნახშირის, ნავთობის და გაზის ფორმით მოხმარებულ ენერგიას.

მზის ენერგია ჩვენი პლანეტის ე.წ. „განახლებად ენერგეტიკულ რესურსს“ მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგიის ეს სახე, ყველა სხვა ტრადიცი-ული წყაროსგან განსხვავებით, პრაქტიკულად, ამოუწურავია. მზის სხივი არ საჭიროებს მოპოვებასა და ტრანსპორტირებას, იგი უწონო, უხმაურო, უვნებელია, ხოლო მისი უტილიზაცია არ წარმოქმნის პირდაპირ ნარჩენებს და არ არღვევს პლანეტის თბურ წონასწორობას. ცდება,  ვინც  ფიქრობს,  რომ  მზის  ენერგიის გამოყენება მხოლოდ ზაფხულშია შესაძლე-ბელი. მზის სითბო ზამთარშიც საკმარისია ცხელი წყლის მისაღებად.

„NASA”­-ს მონაცემებით, მაისიდან ოქტომბრამ­დე, საქართველოში, შესაძლებელია წყლის   გასაცხელებლად საჭირო ენერგიის 100%­-ით უზრუნველყოფა; მარტში, აპრილსა და ოქტომ-ბერში მზე გვაძლევს საჭირო სითბოს ნახევარს; ნოემბრიდან თებერვლამდე კი – 20­-30%­-ს.

მარგი ენერგია, რომელიც შეიძლება მივიღოთ მზისგან, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს მზის ენერგიის საერთო შემოსვლას: ყოველწლიური ინსოლაცია საქართველოს კონკრეტული რეგიონების მიხედვით 900­-დან 1800კვტ/სთ­მდე მერყეობს (კვ.მ./ წელ.)

ინფორმაცია­ განსჯისათვის:

საქართველოში, ყოველ კვადრატულ მეტრზე, წელიწადში 1300 კვტ/სთ მზის ენერგია ხვდება, რაც დაახლოებით 120 ლიტრ დიზელის საწვავს ან 130კუბ. მეტრ ბუნებრივ აირს უტოლდება.

ნებისმიერი ობიექტის ცხელი წყლით მომარაგებისა და გათბობის ორგანიზება მთელი რიგი საპროექტო და ნებადამრთველი დოკუმენტების  გაფორმების  აუცილებლობისა თუ ენერგომატარებლების (გაზი, ელექტროენერგია) მიწოდების ხაზების გაყვანასთან დაკავშირებული დანახარჯების გამო  მეტად რთული და დამღლელი საქმეა. ზოგჯერ კი, გაუმართლებლად ძვირიც. მზის ენერგიის გამოყენებით, გათბობის სისტემის მოწყობის და მისი ყოველთვიური მომსახურების ხარჯები შეიძლება 70­-80%-ით შემცირდეს. 

საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის  ცხელი წყლის მისაღებად და შესანარჩუნებლად მზის კოლექტორებს იყენებენ. კოლექტორული სისტემა მზის ენერგიას თბურ ენერგიად გარდაქმნის. მზის კოლექტორების ძირითადი სახეებია ბრტყელი და ვაკუუმური. ბრტყელ კოლექტორებს უფრო ხშირად იყენებენ დაბალი ღირებულების გამო. მილოვანი ვაკუუმური  კოლექტორები კი უფრო  ძვირი  და  მაღალმწარმოებლურია. მათ, უკვე 20 წელია, ფართოდ იყენებენ ევროპაში. მზის სხივები ძლიერი მოღრუბლულობისა და ჰაერის დაბალი ტემპერატურის პირობებშიც კი აღწევს კოლექტორამდე, სპეციალური საფარი შთანთქავს მათ, ასევე სპეციალური სითხით გავსებული მილების მეშვეობით კი სითბო გადაეცემა სისტემას...

ზაფხულობით შესაძლებელია ენერგიის დამატებით წყაროზე უარის თქმა. წლის დანარჩენ დროსა და უმეტესად, ზამთარში, შენობათა გასათბობად ჰელიოდანადგარი თავსდება თბური ენერგიის მეორე დამოუკიდებელ წყაროსთან. ჩვეულებრივ, ეს არის გაზზე/დიზელზე მომუშავე გამათბობელი, ან, უკეთეს შემთხვევაში, კონდენსაციური ქვაბი.

ვაკუუმურ კოლექტორებს ამონტაჟებენ მაღალი ტემპერატურის მისაღწევად  ან  კომპლექსურ  სისტემებში  წყლის  გასაცხელებლად და შენობათა გასათბობად. შთანთქმის მაღალი კოეფიციენტის (95%­-ზე მეტი) და იდეალური საიზოლაციო თვისებების წყალობით, ვაკუუმური კოლექტორი ეფექტურად მუშაობს მთელი წლის განმავლობაში (ბრტყელი კოლექტორი – დაახლოებით 9 თვე). დარტყმამედეგი მინის მეშვეობით უზრუნველყოფილია სეტყვისადმი მდგრადობა. უყინავი სითხე (გლიკოლის ხსნარი) უზრუნველყოფს კოლექტორების მუშაობას ­50° C-­მდე ჰაერის ტემპერატურის პირობებში.

მზის თბომომარაგების სისტემებს ერთერთ ყველაზე საიმედო და  ხანგრძლივად  მომუშავე  სისტემებად  მიიჩნევენ  იმ  შემთხვევაში, თუ იგი სწორად არის გაანგარიშებული და ხარისხიანად დამონტაჟებული. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰელიოსისტემის სწორ დაპროექტებას, კოლექტორის ტიპს, დახრის კუთხეს და ორიენტაციას. ჰელიოდანადგარის ექსპლუატაციის ეკონომიური რეჟიმის უზრუნველსაყოფად, საჭიროა გამართვის (მონტაჟის) ყველა ნიუანსის გათვალისწინება.

ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ სისტემამ ვერ უზრუნველყოს თბური ენერგიის საჭირო რაოდენობა ან მალე გამოვიდეს მწყობრიდან.

მზის კოლექტორები წარმატებით გამოიყენება კოტეჯების ავტონომიური ცხელი წყლით მომარაგებისა და გათბობის სისტემებში. ამისთვის, გამოსადეგია, როგორც დაბალწნევიანი მარტივი კოლექტორები, ასევე  ყველაზე  თანამედროვე  აქტიური მაღალწნევიანი სპლიტ სისტემები, რომელთაც პარალელურად უერთებენ სახლის გათბობის ძირითად სისტემას.

 

პრაქტიკიდან გამომდინარე, სასტუმროები და სხვა ტურისტული საცხოვრებლები ერთერთი ყველაზე ხელსაყრელი ობიექტებია მზის სითბოს გამოსაყენებლად. ვინაიდან სწორედ ზაფხულში, როცა ყველაზე მეტია მზის სითბო, დგება ცხელი წყლის დიდი ოდენობით მოხმარების საჭიროება.

    

       

ყოველმა კერძო მფლობელმა იცის, თუ რა ხარჯების გაწევა უწევს ცხელი წყლით მომარაგებაზე, გათბობასა და განათებაზე. ელექტრო ენერგიისა და გაზის ღირებულება მუდმივად იზრდება, ამრიგად, დანახარჯებიც ცხელი წყლით მომარაგებაზე მატულობს. კომპანია «ქებული კლიმატი»-ს მიერ წარმოდგენილ ვაკუუმურ მზის კოლექტორებს შეუძლიათ ცხელი წყლით უზრუნველყოფა და მიმდინარე ხარჯების 90%–ით შემცირება.

 

ავტონომიური ენერგოუზრუნველყოფა ახალი თაობის ელიტური საცხოვრებლების ერთერთი განმასხვავებელი ნიშანია.

თანამედროვე ბინათმშენებლობის ტენდენციებში უფრო და უფრო იკვეთება ინტერესი ენერგიის ავტონომიური წყაროებისადმი. მზის ენერგია არა მხოლოდ ინარჩუნებს საცხოვრებლის ენერგო დამოუკიდებლობას, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს  5 წლის პერსპექტივაში.

ჰელიოსისტემა სავსებით მისაღებია საცურაო აუზების მქონე კერძო სახლების მფლობელებისთვის.

მოწყობილობა ადვილად შენდება წყლის გაწმენდის სისტემაში და იძლევა საცურაო აუზში მისაღები ტემპერატურის შენარჩუნების შესაძლებლობას როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სისტემის ეფექტურობა დამოკიდებულია მზის კოლექტორების ფართობსა და აუზის მოცულობაზე, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გამოყენებისას, თქვენ არაფერს იხდით აუზის გასათბობად.

სააგარაკო სახლების თუ მშენებარე ობიექტების, დროებითი ნაგებობებისა და მშენებელთა საცხოვრებლების, თუ სხვა  ნებისმიერი ობიექტის ცხელი წყლით მომარაგების ყველაზე მარტივი გზა დაბალწნევიანი მზის კოლექტორის გამართვაა. აღნიშნული მოწყობილობა გამოირჩევა მონტაჟის და გამოყენების სიმარტივით და არ მოითხოვს დამატებით ელექტრო ენერგიას ან სანტექნიკური სამუშაოების ჩატარებას. სისტემის მონტაჟი გულისხმობს მხოლოდ ავზში შემავალი ცივი წყლის მილისა და ავზიდან გამომავალი ცხელი წყლის მილის სისტემასთან მიერთებას.

ეს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მოითხოვს პროფესიონალის დახმარებას ჰელიოსისტემის შერჩევისას. სისტემის მწარმოებლობა დამოკიდებულია საქართველოს კონკრეტულ რეგიონში მზის გამოსხივების პარამეტრებსა და სისტემის მოხმარების ინტენსივობაზე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მზის კოლექტორის სისტემის მოწყობის ღირებულება თბომომარაგების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით მაღალია. ფაქტობრივად, არჩეული მოწყობილობის ტიპისა და მახასიათებლის შესაბამისად, კაპიტალდაბანდების ამოგება 2­-5 წლის ვადაში ხდება.

სისტემის შემდგომი გამოყენება შესაძლებელს ხდის მზის დანადგარის მიერ გამომუ-შავებული ენერგიის უფასოდ მიღებას!

ყოველივე ამის გათვალისწინებით, დღეს, უკვე რეალურია შესაძლებლობა, რომ ცხოვრება უფრო კომფორტული გავხადოთ და დავიწყოთ ენერგოდანახარჯების შემცირება.