რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი VRF სისტემაზე?

რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი VRF სისტემაზე?

VRF სისტემა (იგივე MRV და VRV) ძირითადად გამოიყენება დიდი ფართის მქონე შენობა- ნაგებობების კომპლექსურად კონდიცირებისათვის. მულტიზონალურ VRF სისტემებს ერთდროულად შეუძლიათ მუშაობა გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის რეჟიმში.

მარტივი ენით რომ ვისაუბროთ კონდიცირების VRF სისტემები- მულტიზონალური სისტემებია, რომელთაც შეუძლიათ ინდივიდუალურად შენობის თითოეულ ოთახისათვის დააყენოს სასურველი ტემპერატურა, იგულისხმება რომ ერთი ოთახი- ერთი ზონაა.

VRF სისტემის ძირითადი მახასიათებლების ჩვენება მარტივია ერთი შენობის მაგალითზე, წარმოვიდგინოთ შენობა, რომლის ერთი მხარე სულ განათებულია მზით, ხოლო მეორე ჩრდილშია. ამ შენობაში VRF სისტემის გამოყენებით შესაძლებელია ავტომატურად გადავანაწილოთ თბური დატვირთვები, რაც შექმნის კომფორტულ პირობებს შენობის ყველა ოთახში, იმის დამოუკიდებლად თუ ეს ოთახი მზიან მხარეს მდებარეობს თუ არა. თითოეულ ოთახში ტემპერატურის ბალანსის დამოუკიდებელი რეგულირება გვაძლევს დაზოგილი ელექტროენერგიის ხარჯს.

მულტიზონალური VRF სისტემები დღეისათვის გამოიყენება მრავალ ობიექტზე, მთელს მსოფლიოში, კლიმატური პირობების გათვალისწინების გარეშე: საცხოვრებელ სახლებში, ოფისებში, სავაჭრო ცენტრებში, ბანკებში, გასართობ ცენტრებში და ა.შ. VRF სისტემების წარმატება განაპირობა მათმა ფართო გამოყენებამ, ცათამბჯენებიდან და მრავალფუნქციური კომპლექსებიდან დაწყებული, ჩვეულებრივი სახლებით და კოტეჯებით დამთავრებული. ასევე ჩამოყალიბდა ტენდეცია კონდიცირების VRF სისტემების თანამედროვე ელიტური საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში ჩართვის, რადგან ეს სიტემები სრულიად აკმაყოფილებს “A” კლასის კომპლექსების ფუქციონირების მოთხოვნებს. ეს გამოიწვია მოთხოვნამ საინჟინრო სისტემების საიმედოობაზე, სიმარტივეზე, მომგებიანობაზე, კომფორტულობაზე, კომპლექსურობაზე (გაგრილება, გათბობა და ვენტილაცია ერთდროულად ერთი VRF სისტემით) და შემდეგი ექსპლუატაციის პერიოდში ამ სისტემის მარტივი მოვლის შესაძლებლობამ.

 

VRF (MRV, VRV) სისტემის ძირითადი მახასიათებლები

 

  • ფაქტიურად VRF სისტემა არის ტრადიციული მულტი-სპლიტ სისტემების გაუმჯობესებული ვარიანტი. მულტი-სპლიტ სისტების ერთ გარე ბლოკზე შესაძლებელია დაერთდეს რამოდენიმე შიდა ბლოკი, იმ განსხვავებით, რომ VRF სისტემის შემთხვევაში ერთ გარე ბლოკზე შესაძლებელია იყოს ათეული შიდა ბლოკი და ასევე გარე ბლოკები დაკავშირდნენ ერთმანეთთან სიმძლავრის გაზრდის მიზნით მოდულარულად.
  • როგორც ზოგიერთ მულტი-სპლიტ სისტემებზე, VRF სისტემის შიდა ბლოკები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ტიპის (კედლის, არხული, კასეტური და ა.შ.) და ჰქონდეს სხვადასხვა სიმძლავრე, ჩვეულებრივ 2 კვტ-დან 25 კვტ-მდე.

  • VRF სისტემებს აქვთ რამდენიმე პრინციპული განსხვავება ყველა მანამდე გამოშვებული კონდიციონერებთან შედარებით:

  • ჩვეულებრივ მულტი-სპლიტ სისტემებში ყველა შიდა და გარე ბლოკს შორის ცალკეული მაცივარაგენტიანი (ფრეონიანი) მილების გაყვანილობაა. VRF სისტემებში კი გარე ბლოკიდან გამოდის შიდა ბლოკისკენ მხოლოდ ერთეულ მილებიანი გაყვანილობა, შემდეგ იქსელება და ყველა შიდა ბლოკი მონტაჟდება ერთ საერთო მილგაყვანილობაზე. ასეთი ტექნიკური გადაწყვეტილება ამარტივებს, აიაფებს და აჩქარებს სამონტაჟო სამუშაოებს და ასევე გვაძლევს საშუალებას მომავალში, საჭიროების შემთხვევაში ამ სისტემის გაფართოვების.
  • მაქსიმალური დაშორება გარე და შიდა ბლოკს შორის შესაძლებელია იყოს 190 მერტამდე. გარე და შიდა ბლოკს შორის სიმაღლეთა სხვაობა შესაძლებელია 110 მეტრამდე. ერთიანობაში ერთი სისტემის მილგაყვანილობის სიგრძე შესაძლებელია იყოს 1000 მეტრამდე. ამის გამო დასაშვებია კონდიცირების გარე ბლოკები განთავსდეს როგორც სახურავზე, სარდაფში და ასევე შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით.
  • შიდა ბლოკების მართვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური უკაბელო მართვის პულტებით, ასევე ცენტრალური მართვის კარადით. ასევე VRF სისტემა შესაძლებელია იმართებოდეს პერსონალური კომპიუტერით.
  • ჩვეულებრივ კონდიციონერებთან შედარებით VRF სისტემის შიდა ბლოკები ინარჩუნებენ სამიზნე ტემპერატურას ოთახებში გაცილებით მაღალი სიზუსტით ±0,5 °С -მდე.

 

მულტიზონალურ კონდიცირების სისტემებს სხვადასხვა მწარმოებელი მოიხსენიებს თავისი სახელით, როგორიცაა VRF, MRV და VRV. “Haier”-ი, რომელიც მსოფლიო ლიდერია ასეთი კონდიცირების სისტემების წარმოებით და განვითარებით, თავის პროდუქტს უწოდებს MRV-ს. ქებული კლიმატი არის მათი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და გვაქვს მრავალწლიანი ურთიერთობა. “Haier”-ის MRV სისტემები საქართველოს პირობებისათვის მორგებულია, რაც მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა.

ეს აღწერა წასაკითხად განკუთვნილია იმ მკითხველთა წრისათვის, რომელთაც ჯერ შეხება არ ჰქონიათ აღნიშნულ პროდუქტთან, ახლო მომავალში მოგაწოდებთ ტექნიკურად გაცილებით მდიდარ ინფორმაციას.

მადლობა ყურადღებისათვის.

საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი

გივი კუბლაშვილი