კითხვა-პასუხი

BOSCH თერმოტექნიკის მოწყობილობებს შორის მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნადობით და პოპულარობით სარგებლობს მარტივი ფუნქციონალური კონსტრუქციის და ალის თბოგადაცემის პრინციპის შესაბამისად წოდებული, კონვექციური ტიპის ქვაბები. კონვექციური მოწყობილობების ეფექტურობის თეორიული მაქსიმუმი, ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმებში მუშაობისას შეადგენს 92-93% -ს.(თეორიულადაც გარდაუვალია გარკვეული რაოდენობის სითბოს კარგვა ნამწვი აირების გატყორცნისას). კონვექციური ტიპის მოდელებში რეალურ პრაქტიკაზე რეალიზებულია-მიღწეულია ეფექტურობის 90-91% მაჩვენებელი.
საკონდენსაციო კედლის ქვაბების ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმებზე ტესტირებისას, სანთურის მიერ გენერირებული სითბოს სასარგებლო ათვისების ეფექტურობის მაჩვენებელმა შეადგინა 98%. მიღწეული ეფექრურობის მაჩვენებელი აღემატება ტრადიციული კონვექციური მოწყობილობების თეორიულ მაქსიმუმს, გამომდინარე იქიდან რომ ახალი თაობის მოწყობილობაში ახალი ტიპის ფუნქციონალური კონსტრუქსიის წვის კამერაში ხორციელდება წვის შედეგის-ნამწვის მაქსიმალურად გაგრილება, მასში არსებული ორთქლების კონდენსაციის ტემპერატურამდე. შედეგად ათვისებული სასარგებლო სითბო შეადგენს კონვექციური და კონდენსაციისას გამოყოფილი სითბოს ჯამს-98%, ხოლო გაგრილებული ნამწვის სახით გატყორცნილი თბოდანაკარგი შეადგენს მიზერულ- 2%. ტრადიციული კონვექციური მოწყობილობების მიმართებაში-შედარებისთვის, საკონდენსაციო მოწყობილობის ეფექტურობის მაჩვენებელი სამართლიანად შეიძლება შეფასდეს როგორც 110% ეფექტურობა.

გათბობაზე , რომ ამუშაოთ მზის კოლექტორი ეფექტურია იმ შემთხვევაში, როცა გაქვთ წყლის დიდი ხარჯი, მაგ. აუზი. წინააღმდეგ შემთხვევაში გირჩევთ გამოიყენოთ კოლექტორი (მზის წყალგამაცხელებლები) მხოლოდ ცხელი წყლის მისაღებად. რადგან მცირე წარმადობისას თვითღირებულების დანაზოგის ამოგებას დიდი დრო სჭირდება ... მზის წყალგამაცხელებლები (კოლექტორი)  გვაქვს 140 ლიტრიდან 340 ლიტრამდე (მხოლოდ ცხელი წყლის მისაღებად). მზის წყალგამაცხელებლის ფასები(კოლექტორი):  780 ლარიდან 2400 ლარამდე.

ალუმინის რადიატორები (სექციური ) გააჩნია რომელ ფირმას და როგორ დიზაინს შეარჩევთ. ფასი 12.3ლარიდან 28 ლარის ფარგლებში მერყეობს მოდელისა და სიმაღლის მიხედვით.

გვაქვს:

  • იტალიური: Sirragrup - ALI QUEEN, RUBINO
  • ტაივანური: Lontek - ULTRA,
  • ჩეხური: JUMBO
  • ფოლოდის პანელური რადიატორები გვაქვს MASTAS ფირმის.
  • ცენტრალური გათბობის ქვაბის გაშვება,მონტაჟი - 100 ლარი.
  • თითო წერტილი   (რადიატორები და ა.შ. ) - 50 ლარი
  • კონდიციონერი 9000 იანის და 12000იანი - 82.40  ლარი (სტანდარტული) + 25 ლარი გრძივ მეტრ სპილენძის მილზე
  • კონდიციონერი 18000 იანის - 84 ლარი + 25 ლარი გრძივ მეტრ სპილენძის მილზე
  • კონდიციონერი  24000 - 88 ლარი + 25 ლარი გრძივ მეტრ სპილენძის მილზე

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 0 %-იანი განვადებით ჩვენს პარტნიორ ბანკებში: თიბისი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი და კრედო. პროკრედიტ ბანკში - ეკო სესხი. კომპანია «ქებული კლიმატის» ნებისმიერ ფილიალში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ბანკების განვადებით: თიბისი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი და კრედო - 0 %.

 გვთავაზობს სესხს თანამონაწილეობის გარეშე, თუ სესხის ვადა არ აღემატება 12 თვეს.
12 დან 15 თვემდე სესხის გაფორმების შემთხვევაში თანამონაწილეობა მოითხოვება -30%-ის ოდენობით. იხილეთ ცხრილი.
 

 პერიოდი (თვე)    
 თანამონაწილეობა (წინასწარი შესატანი)    
3-12
0%
12-15
30%  


შენიშვნა:  0%-იანი განვადების შემთხვევაში სესხს დაერიცხება გაცემის საკომისიო 4,9%-ის ოდენობით.



გვთავაზობს როგორც სტანდარტულ ასევე 0 % განვადებას. 
0 % განვადების ვადაა 24 თვე. სესხის გაცემის საკომისიო ერთჯერად გადახდის შემთხვევაში შეადგენს 4,4%,  ხოლო რამოდენიმე თვეზე გადანაწილების შემთხვევაში შეადგეს 4,9 %.  



გვთავაზობს სესხს თანამონაწილეობის გარეშე, თუ სესხის ვადა არ აღემატება 4 თვეს. ამ შემთხვევაში, გაცემის საკომისიო შეადგენს 5%-ს.



გვთავაზობს შემდეგი ტიპის სესხებს:

  • სტანდარტული განვადება
  • 0% განვადება, რომელიც თავის მხრივ ორ ტიპად იყოფა:
  • ენერგოკრედიტით სარგებლობის შემთხვევაში განვადების ვადაა 9 თვე. (საკომისიოს გარეშე)
  • ტიპიური 0 % განვადების ვადაა 15 თვე. სესხის გაცემის საკომისიო ერთჯერად გადახდის შემთხვევაში შეადგენს 4,9 %,  ხოლო რამოდენიმე თვეზე გადანაწილების შემთხვევაში შეადგეს 5,9 %.  

*წინასწარი შენატანი სავალდებულო არ არის


ეკოსესხი

ჩვენს კლიენტებს ეკოსესხით სარგებლობა შეუძლიათ პროკრედიტ ბანკში


„ეკოსესხი“ -სესხი განკუთვნილია მხოლოდ  ენერგოეფექტური პროდუქციისთვის. მომხმარებელი, რომელიც ისარგებლებს პროკრედიტ ბანკის „ ეკო სესხით“ და შეიძენს «ქებული კლიმატის» ენერგოეფექტურ ნივთს, აღნიშბულ შენეძენზე მიიღებს 5% ფასდაკლებას. ეკოსესხით სარგებლობისას მომხმარებელს არ აქვს საკომისიო გადასახადი!

სხვა ბანკები


ზემოთ ჩამოთვლილი ბანკების გარდა, სხვა ბანკებთან, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სტანდარტული სამომხმარებლო სესხებით.

დიახ, გვაქვს.

გთავაზობთ 0%-იან განვადებას თი-ბი-სი ბანკში, საქართველოს ბანკში, ლიბერთი ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოში. პროკრედიტ ბანკში - ეკო სესხი. ჩვენი მაღაზიათა ქსელის ყველა ფილიალში გვყავს თი-ბი-სი ბანკის წარმომადგენელი.

კედლის და დასადგამ ქვაბებს შორის არჩევანის გაკეთებისას, ძირითადი ყურადღება ენიჭება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კომპაქტურობა, სიმძლავრე, მასა, ეკონომომიურობა, ფასი.

დასადგამი ქვაბის გამოყენება რეკომენდირებულია დიდ საცხოვრებელ ფართში, დიდი ზომის კოტეჯებში, აგრეთვე დიდი ფართის საოფისე და სამრეწველო დანიშნულების შენობებში. კედლის ქვაბის გამოყენება რეკომენდირებულია ქალაქური ტიპის, მცირე, საშუალო და დიდი საცხოვრებელი ფართების, ოფისების, სავაჭრო ობიექტებისა და სხვა შენობა ნაგებობებისათვის.

საშუალოდ 600*1000 მმ ზომის პანელური რადიატორი ათბობს 20 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელფართს, სტანდარტული სიმაღლის ჭერითა და თბოდანაკარგის დაბალი კოეფიციენტით.ასევე 1 სექცია 500მმიანი ალუმინის რადიატორი ათბობს 1.5 კვადრატამდე საცხოვრებელ ფართს,სტანდარტული სიმაღლის ჭერითა და თბოდანაკარგის დაბალი კოეფიციენტით.

70-დან 100-კვადრატამდებინისთვის ცენტრალური გათბობის დაყენება მასალისა და ხელობის გათვალისწინებით ჯდება საშუალოდ 2200-2600-მდე.( ეს არის მხოლოდ საორიენტაციო ღირებულება, ზუსტი დათვლისთვის შეგვიძლია გამოგიგზავნოთ საპროექტო ჯგუფი, რომელიც თქვენი ბინის აზომვისადა თბოდანაკარგის გამოთვლის შემდეგ გამოთვლის ზუსტ თანხას)

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, რადგანაც ბუნებრივი აირის წვა ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის განმსაზღრელია: კედლების და ფანჯრების თბოიზოლაციის ხარისხი, ცხელი წყლის მოხმარების რეჟიმი, გათბობის სისტემის დაპროექტების და შესრულების ხარისხი, დანადგარების ეფექტურობის დონი.

იდეალური პირობებში, 1 კვ.მ–ზე მიახლოებით 1.00 ლარი უნდა ირიცხებოდეს, თუმცაღა ეს მაჩვენებელი ძალიან ინდივიდუალურია და ხშირად მერყეობს.

ქვაბის სიმძლავრის გამოთვლა ხდება შემდეგნაირად : 10 მ2–ზე ანგარიშობენ 1კვტ სიმძლავრეს.მაგალითისთვის: 80 კვ.მ ბინას, ჭერის სიმაღლით 2,5-3 მ დასჭირდება გათბობის ქვაბი მინიმუმ 8 კვტ სიმძლავრით.

გამოხატეთ თქვენი სურვილი «ქებული კლიმატის» ცხელ ხაზზე: 202 22 22, ჩვენ თქვენთვის მოსახერხებელ დროს გამოგიგზავნით საპროექტო ჯგუფს, რომელიც თქვენი ბინის აზომვისა და თბოდანაკარგის გამოთვლის შემდეგ დაითვლის თუ რა დაგიჯდებათ ცენტრალური გათბობის დაყენება. ამის შემდეგ დავიწყებთ მონტაჟს, რომელსაც დაახლოებით 2-5 დღე სჭირდება.