გათბობის ახალი ბრენდი «ქებული კლიმატში»

გათბობის ახალი ბრენდი «ქებული კლიმატში»
2 სექტემბერი 2016

კომპანია «ქებული კლიმატმა» თანამშრომლობა დაიწყო გათბობის სისტემების ბრენდ Gassero-სთან. Gassero-ს პროდუქცია კონკურენტებთან შედარებით ენერგოეფექტურობის მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება.

Gassero 2011 წელს, თურქეთში დაარსდა და გამოირჩვევა, როგორც ინოვატორი გათბობის სისტემის მიმართულებით. კომპანიის პროფილი ითვალისწინებს მაღალი მარგი ქმედების მქონე, გარემოსათვის უსაფრთხო საკონდენსაციო ქვაბებისა და მისი მართვის სისტემების წარმოებას.

მაღაზიათა ქსელ «ქებული კლიმატში» წარმოდგენილია Gasseros-ს საკონდესაციო ცენტრალური გათბობის ქვაბები 42kw - 150kw სიმძლავრეების დიაპაზონით. პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ენერგოეფექტურობის მაღალი კოეფიციენტით - 110%, მონტაჟის სიმარტივითა და ხარისხის სერტიფიკატით.

Gasseros-ს საკონდესაციო ქვაბები აღჭურვილია საცირკულაციო ტუმბოთი და ელექტრონული მართვის პანელით, რაც უპირატესობას წარმოადგენს სხვა ქვაბებთან მიმართებაში.

კონდენსაციის ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის მივიღოთ სითბო განსაკუთრებული ეკონომიური მეთოდით. საკონდენსაციო ქვაბი ბუნებრივი აირის რესურსს იყენებს ისე, რომ წვის დროს გამოყოფილი აირი, რომელიც საკვამლე მილში გაედინება, სტანდარტულ ქვაბთან შედარებით საშუალოდ ორჯერ დაბალია, ანუ სითბოსათვის აუცილებელ სასარგებლო ენერგიას მაქსიმალურად ართმევს ბუნებრივ აირს. ბუნებრივი აირის წვის დროს ნამწვთან ერთად გამოიყოფა ორთქლი, რომელიც ზემოთ აღნიშნული ქვაბების შემთხვევაში საკვამლე მილიდან გაედინება. იქიდან გამომდინარე, რომ საკონდენსაციო ქვაბი ნამწვს აცივებს მაქსიმალურად სითბოს ენერგიად გარდაქმნისათვის, მასში არსებული ორთქლი ცივდება, კონდენსირდება და სწორედ ამ პროცესის გამო ქვაბს, რომელიც იყენებს ბუნებრივი აირის რესურსს მაქსიმალურად, ანუ ნამწვიდან იღებს სითბოსათვის სასარგებლო ენერგიას, ეწოდება საკონდენსაციო.