რაგბი ჩვენი თამაშია

რაგბი ჩვენი თამაშია
14 ნოემბერი 2016

რაგბი საქართველოში ძალიან პოპულარული და წარმატებული სპორტის სახეობაა.

«ქებული კლიმატი» კვლავ განაგძობს მცირეოდენი წვლილის შეტანასა და რაგბის მხარდაჭერას სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის.

ამჟამად კომპანია რაგბი გუნდი „ჭადარის“, 14 წლამდე ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფის სპონსორი გახდა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს - «ქებული კლიმატს». ჩვენთვის დიდი პატივია წარმატებულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც აქვს სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანოს რაგბის მიმართულებით დაფინანსებაში” - აცხადებს რაგბი კავშირის რეგიონალური განვითარების მენეჯერი თენგიზ ცისკარიშვილი .

რაგბი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია და გვსურს, რომ მისი გამარჯვებების ნაწილი გავხდეთ.