BOSCH - ის ახალი პროდუქცია «ქებული კლიმატში»

BOSCH - ის ახალი პროდუქცია «ქებული კლიმატში»
10 იანვარი 2017
«ქებული კლიმატი» ათი წელია BOSCH TERMOTECHNOLOGY - ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია აგრძელებს პროდუქციის გამრავალფეროვნებას, რის შედეგადაც გაღრმავდა თანამშრომლობა BOSCH - თან. 

გათბობის ცენტრალური სისტემის ქვაბის გარდა, ახალი წლიდან მომხმარებელს შეუძლია, როგორც BOSCH POWER TOOLS - ის ინსტრუმენტების, ასევე სახარჯი მასალის და აქსესუარების შეძენა.

აქსესურებთან და სახარჯ მასალასთან ერთად, უკვე გაყიდვაშია ინსტრუმენტები, როგორც პროფესიონალთათვის - BOSCH BLUE, ასევე მოყვარულთათვის - BOSCH GREEN.

პროდუქცია წარმოდგენილია კომპანიის ყველა ფილიალში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, გორი, სენაკი, ზუგდიდი და თელავი.