«ქებული კლიმატში» კომპანია BOSCH-ის ტრეინინგი ჩატარდა

«ქებული კლიმატში» კომპანია BOSCH-ის ტრეინინგი ჩატარდა
29 იანვარი 2019
კომპანია BOSCH -ის ტრენერების პროფესიონალმა გუნდმა ტრეინინგი შემდეგ თემებზე ჩაატარეს:
  • Class 6000 კედლის კონვექციური ქვაბი;
  • Condense 2500 თურქეთის ბაზრის ბესთ-სელერი საკონდენსაციო ქვაბი, რომელიც ბოშის გათბობის მიმართულების მნიშვნელოვან სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, როგორც თურქეთში ასევე ევროპაში, და რომელიც ძალიან მალე გამოჩნდება ჩვენს ასორტიმენტში;
  • Control Panel - მართვის პანელი, სადაც დაწვრილებით მოხდა ყველა ფუნქციისა და დეტალის განხილვა, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგება ჩვენს მომხმარებლებს.
ტრეინინგს «ქებული კლიმატის» სხვადასხვა ფილიალებიდან 30-მდე თანამშრომელი დაესწრო. ტრეინინგების დასრულების შემდეგ ჩვენს თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტესტირება, რომელიც ჩააბარა ყველა თანამშრომელმა და 80% მა მიიღო უმაღლესი შეფასება. თითოეულ მათგანს გადაეცემა ბოშის სერთიფიკატები.

გალერეა