“Dizayn”-ის ახალი ცენტრალური გათბობის ქვაბები «ქებული კლიმატში»

“Dizayn”-ის ახალი ცენტრალური გათბობის ქვაბები «ქებული კლიმატში»
2 დეკემბერი 2016
კომპანია «ქებული კლიმატი» განაგრძობს პროდუქციის გამრავალფეროვნებას. ამჯერად, კომპანია გთავაზობთ “Dizayn”-ის ბრენდის ორ კონტურიან ცენტრალური გათბობის ქვაბს, დახურული წვის კამერით. ქვაბი გამოიყენება, როგორც გათბობის, ასევე ცხელი წყლის უზრუნველსაყოფად. ქვაბი ადაპტირებულია გაზის დაბალი წნევის პირობებში მუშაობისთვის და გამოირჩევა ექსპლოატაციის ხანგრძლივი ვადით. “Dizayn”-ის ქვაბები გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით და უსაფრთხოების დაცვის მაღალი სისტემებით. “Dizayn kombimix” -ის 24 კვ სიმძლავრის ქვაბის შეძენა შეგიძლიათ, 3 წლიანი გარანტიით, რომლის გამოყენებაც 40-დან 240 კვმ ფართობისთვის არის შესაძლებელი.


„Dizayn kombimix” ქვაბი აღჭურვილია: 

  • მრავალფუნქციური LCD დისპლეით 
  • კოაქსალური საკვამურით
  • საფართოვებული ავზით
  • “Grundfos”-ის ბრენდის საცირკულაციო ტუმბოთი.

„Dizayn Group“ დაარსდა 1987 წელს, რათა შემუშავებულიყო და განხორციელებულიყო სხვადასხვა პროექტები გათბობებისა და წყალგაყვანილობის სექტორში. ახლა ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა „Mir Holding group“-ის წევრებს შორის. კომპანია ექსპორტს 80 ქვეყანაში აწარმოებს. 

კომპანიის სლოგანია: „ჩვენთვის ცნობილია, ჩვენი პასუხისმგებლობა. მსოფლიოს სჭირდება Dizayn!”