Haier MRV 5
21 დეკემბერი 2018
MRV 5 -ის დანადგარები შეესაბამება უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს, რასაც ადასტურებს EUROVENT სერტიფიცირების პროგრამაც.

MRV სისტემას ერთდროულად შეუძლია მუშაობა გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის რეჟიმებში, ეს კი შიდა მიკროკლიმატის შექმნის ინოვაციური საშუალებაა. დანადგარები  გამოიყენება დიდი ფართის მქონე შენობა-ნაგებობების კომპლექსურად კონდიცირებისათვის. სისტემა ხასიათდება  შიდა-გარე ბლოკების კომბინაციით და რაც მთავარია, როგორც ინდივიდუალური ისე ცენტრალური მართვის სისტემებით. 

MRV 5 ხასიათდება ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციებით და შესაძლებლობებით, როგორიცაა:

  • სრული DC inverter ტექნოლოგია, მაღალი ეფექტურობა. 
  • მაღალეფექტური - DC INV. SCROLL Compressor 0,5-360° sine wave - “MITSUBISHI ELECTRIC”. 
  • ცალკეული მოდული 26HP, კომბინაციაში 4X -104HP. 
  • მაქს.ჯამური მილების სიგრძე 1000მ, მაქს. სიმაღლის სხვაობა 110მ. 
  • მაღალი გარე სტატიკური წნევა 110 Pa. 
  • დიდი ტემპერატურული სამუშაო დიაპაზონი -23°C to 50°C. 
  • ღამის ჩუმი მუშაობის რეჟიმი -10 dB(A) შემცირებით. 
  • ზუსტი ტემპერატურული კონტროლი ±0.5°C. 
  • ზეთის საბალანსო მილის გარეშე, ზეთი ბალანსირდება ავტომატურად. 
  • ფრეონის ავტომატური დამატება.
  • მცირე სამონტაჟო ადგილი.


გალერეა