KORDI - ბუნებრივ აირზე მომუშავე ოთახის ახალი გამათბობელი

KORDI - ბუნებრივ აირზე მომუშავე ოთახის ახალი გამათბობელი
21 ოქტომბერი 2016
კომპანია «ქებული კლიმატი» განაგრძობს პროდუქციის განახლებას იმისთვის, რომ მომხმარებელს მუდმივად შესთავაზოს მრავალფეროვანი არჩევანი. ამჯერად, მაღაზიათა ქსელი გაზზე მომუშავე ახალ გამათბობლებს გთავაზობთ - უკრაინული წარმოების გამათბობელი KORDI მაქსიმალურად უსაფრთხო და ენერგოეფექტურია. გამათბობლის გამოყენება 40-დან 70 კვმ ფართებისთვის არის შესაძლებელი.

KORDI-ს გამათბობლები დამზადებულია უახლესი სტანდარტების შესაბამისად. პროდუქტი აღჭურვილია დახურული წვის კამერით რაც გულისხმობს, რომ წვისთვის საჭირო ჟანგბადის მომხარება არ ხდება ოთახიდან. ორმაგი მილის საშუალებით, ერთში გარედან შემოედინება ჟანგბადი, ხოლო მეორეს საშუალებით ხდება ნამწვი აირის გარეთ გატანა. სწორედ ამიტომ KORDI-ის ოთახის გამათბობელი არის ეფექტური და უსაფრთხო საშუალება, როგორც კონკრეტული ფართის გასათბობად ასევე კერძო თუ კორპუსის ბინებისათვის.

2016 წელს წარმოებული მე-6 თაობის გამათბობლები, წინა თაობების გამათბობლებისაგან განსხვავდება:

  • დამზადების ახალი, ოპტიმიზირებული ტექნოლოგიებით;
  • მაღალი ენერგოეფექტურობით;
  • იტალიური წარმოების თერმოსტატითა და მართვის სისტემით;
  • იტალიაში წამყვანი მწარმოებლის POLIDORO-ს წვის კამერითა და უსაფრთხოების დაცვის სისტემებით.
წარმოების ტექნოლოგიების განვითარებამ და ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ განაპირობა უსაფრხოების სტანდარტების ამაღლება, მარგი ქმედების კოეფიციენტის და ექსპლუატაციის ვადის გაზრდა. KORDI-ის გამათბობელზე მოქმედებს 5 წლიანი გარანტია.

იხილეთ მეტი

გალერეა