MRV MINI S' და S'' მულტიზონალური კონდიცირების სისტემა

MRV MINI S' და S''  მულტიზონალური კონდიცირების სისტემა
13 თებერვალი 2019
MRV MINI S' და S''  -ის დანადგარები შეესაბამება უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს. MINI S'' შეესაბამება  EUROVENT სერტიფიცირების პროგრამას.

MRV სისტემას ერთდროულად შეუძლია მუშაობა გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის რეჟიმებში, ეს კი შიდა მიკროკლიმატის შექმნის ინოვაციური საშუალებაა. დანადგარები  გამოიყენება კომერციული მცირე და საშუალო ფართის მქონე შენობა-ნაგებობების კომპლექსურად კონდიცირებისათვის. სისტემა ხასიათდება  შიდა-გარე ბლოკების კომბინაციით.


MRV MINI S' და S' ხასიათდება ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციებით და შესაძლებლობებით, როგორიცაა:

  • ხმაურის მინიმალური დონე (ღამის რეჟიმი) 
  • “R410A” - ECO FRIENDLY ფრეონი 
  • EER/COP: 3.85/4.52-მდე ეფექტურობა
  • კომპაქტური და დახვეწილი დიზაინი. 
  • თბური ტუმბო (ზამთარ/ზაფხული). 
  • სამუშაო ტემპერატურის დიდი დიაპაზონი (-20~48°C) 
  • სიმძლავრის რეგულირების დიაპაზონი 10-100%.  
  • “I FEEL YOU” - PID კონტროლი უზრუნველყოფს მოთხოვნილი ტემპერატურული რეჟიმის ზუსტ დამყარებას. 
  • მაღალეფექტური - DC Inverter Twin Rotary Compressor 180° sine wave - “MITSUBISHI ELECTRIC” 
  • მაღალეფექტური - DC ვენტილატორი ზიგზაგური ფრთების ფორმით 
  • შიდა ბლოკების ფართო არჩევანი


გალერეა