კომპანია «ქებული კლიმატი» გადაცემა „სახლის“ პარტნიორია

კომპანია «ქებული კლიმატი» გადაცემა „სახლის“ პარტნიორია
1 სექტემბერი 2014
თუ ოცნებობთ საკუთარი სახლის აშენებაზე, მაშინ არ გამოტოვოთ სატელევიზიო შოუ „სახლი“, რომლის პრემიერა შედგება 14 სექტემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2 - ის ეთერში. კომპანია «ქებული კლიმატი» გადაცემის პარტნიორია და უზრუნველყოფს სახლის მშებელობის პროცესს - გათბობა, გაგრილება, წყალმომარაგებისა და მათი პროექტირების მიმართულებით.

გადაცემა „სახლი“ არის რეალითი შოუ, რომელიც ასახავს საკუთარი სახლის მშენებლობის ყველა ეტაპს და მაყურებელს აწვდის სრულ ინფორმაციას მშენებლობის პროცესის ფინანსურ, იურიულსა და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

 მშენებლობის დასრულების შემდეგ გაიმართება აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის მიღება და სახლის შეძენა შეეძლება ნებისმიერ მსურველს. თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ დრო, ენერგია და შეიძინოთ სახლი, რომლის შესახებაც გეცოდინებათ აბსოლიტურად ყველაფერი საძირკველიდან - სახურავამდე.

გადაცემა შედგება 16 ეპიზოდისაგან და ეთერში გავა ყოველ კვირა დღეს, დღის 11 საათზე. არ გამოტოვოთ კომპანია «ქებული კლიმატის» სიუჟეტები და გაიგეთ მეტი გათბობა, გაგრილება და წყალმომარაგების სისტემებზე.