SIRIO ENTRY
12 დეკემბერი 2018
იტალიური ბრენდის, ITALTECNICA-ს წარმოების, ტუმბოს მართვის მოდული SIRIO ENTRY უზრუნველყოფს 1.5 კვტ.- მდე სიმძლავრის ელექტრო ტუმბოს ჩართვა-გამორთვას და ასევე არეგულირებს იმპელერის ბრუნთა სიხშირეს სისტემაში წყლის მოხმარებიდან გამომდინარე. მოწყობილობა ჩართავს ტუმბოს, როდესაც სისტემაში წნევა დაეცემა (გაიხსნება ონკანები) და შესაბამისად შეაჩერებს ტუმბოს, როდესაც ის მიაღწევს წნევის მაქსიმალურ მაჩვენებელს და სისტემაში წყდება წყლის ნაკადი (ონკანები დაიკეტება). გააჩნია ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა: 


• ამცირებს ჰიდრო დარტყმების ალბათობას ტუმბოს იმპელერზე;
• ინარჩუნებს მუდმივ წნევას სისტემაში;
• ხდის ტუმბოს ენერგოეფექტურს;
• იცავს ტუმბოს მშრალი სვლისგან;
• გააჩნია ავტომატური გადატვირთვის ფუნქცია მშრალი სვლის შემდეგ;
• იცავს სისტემის ჰერმეტულობას, გააჩნია ჭარბი წნევისგან, გადახურებისგან და ტუმბოს ღერძის ბლოკირებისგან დაცვა;
• შეუძლია წნევის, ძაბვის და ტუმბოს მუშაობის სიხშირის ციფრული ინდიკაცია;
• მოდული პროგრამირებადია სხვადასხვა ფუნქციებისთვის, როგორებიცაა ჩართვა გამორთვა, ძირითადი და დამხმარე ტუმბოს რეჟიმი და სხვ.
• აქვს მენიუ რამდენიმე ენაზე;

SIRIO ENTRY საშუალებას გვაძლევს სტანდარტული წყლის ტუმბო გარდავქმნათ მაღალ ტექნოლოგიურ და ენერგოეფექტურ დანადგარად, რათა უზრუნველყოფილი იქნას მომხმარებლის კომფორტი, მოწყობილობის ხანგრძლივი ექსპლუატაციის განმავლობაში.