Wings for Life ვირბინოთ მათთვის, ვისაც არ შეუძლია!

Wings for Life  ვირბინოთ მათთვის, ვისაც არ შეუძლია!
1 მაისი 2016

კომპანია «ქებილი კლიმატი» მონაწილეობას იღებს სპორტის ისტორიაში ყველაზე ხმაურიან და უნიკალურ საქველმოქმედო აქციაში Wings for Life , რომლის უნიკალურობას მასშტაბურობა და ფორმატი განსაზღვრავს.

ღონისძიება აერთიანებს 6 კონტინენტსა და 34 ლოკაციას, ერთსა და იმავე დროს, ერთი მიზნით -  გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი! რბენა მთელს მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს იწყება - ყველა მორბენალს აქვს ერთი სტარტი და განსხვავებული ფინიში.

მსოფლიო რბენის დასრულებისას გამოვლინდებიან ადგილობრივი და მსოფლიო გამარჯვებულები. საქართველოში გაიმარჯვებს ის ქალი და მამაკაცი, რომელსაც ყველაზე ბოლოს დაეწევა ე.წ. „Catcher Car” – მოძრავი ფინიშის მანქანა; გლობალური გამარჯვებულები კი გახდებიან  მორბენლები რეკორდული მაჩვენებლით მთელი მსოფლიო შედეგების გათვალისწინებით.

მსოფლიო რბენის მიზანია, Wings for life ფონდისთვის თანხების მოძიება, შესაბამისად რეგისტრაციიდან და სპონსორობიდან შემოსული თანხის 100% ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდში ირიცხება .

მოგიწოდებთ თქვენც, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდის საქმიანობის ეფექტიანობაში და დავამტკიცოთ, რომ აღნიშნული პრობლემა განაჩენი არ არის! ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადია!

ღონისძიება 8 მაისს, საქართველოს დროით 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან გაიმართება. 


გალერეა