სიახლე “ქებული კლიმატის” წყალმომარაგების ასორტიმენტში

სიახლე “ქებული კლიმატის” წყალმომარაგების ასორტიმენტში
28 მარტი 2018

“ქებული კლიმატი” გთავაზობთ PLASTICA ALFA-ს 20 მმ დიამეტრის შეფუთულ მილს.

იტალიური წარმოების მილის ძირითადი უპირატესობებია სიმჩატე და დრეკადობა, მაღალი ქიმიური და ელექტრო ქიმიური გამძლეობა (მდგრადია ქიმიურად აგრესიული ნივთიერებების მიმართ), საექსპლუატაციო ტემპერატურის დიაპაზონი -30 C°-დან 95 C°-მდე, ჟანგბადგაუმტარობა.

მილი შექმნილია 10 ბარამდე წნევის პირობებში სამუშაოდ და შესაძლოა გამოყენებული იყოს სანიტარული, ტრადიციული გათბობის, კონდიცირების, რადიატორების გამათბობელი და გამაგრილებელი სისტემებისთვის. ისევე როგორც, შეკუმშული ჰაერის სისტემებში, მებაღეობაში და სათბურებში, სასუქი სითხეების გასატარებლად და ინდუსტრიული გამოყენებისათვის.

PLASTICA ALFA-ს მილის ექსპლუატაციის პერიოდი 50 წელია.


გალერეა