გათბობა და ცხელი წყალი ყველა ოჯახს!

გათბობა და ცხელი წყალი ყველა ოჯახს!

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ცენტრალური გათბობა განსაკუთრებულ პრივილეგიას წარმოადგენდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი კომუნალური გადასახადი არ აღემატება და ზოგჯერ ნაკლებიც კია ოთახის გამათბობლის გადასახადზე. ამასთანავე, ცენტრალური გათბობის სისტემის დაყენებით თქვენ იღებთ თანაბარ სითბოს მთელ სახლში და შეუზღუდავ ცხელ წყალს. ოთახის გამათბობელი კი მხოლოდ ერთი ოთახის გათბობას უზრუნველყოფს, ასევე, ცხელი წყლის მისაღებად საჭიროა ცალკე წყალგამაცხელებლის მონტაჟი.

სწორედ ამიტომ, 2015 წელს კომპანია «ქებული კლიმატმა» დაიწყო აქცია “გათბობა და ცხელი წყალი ყველა ოჯახს”.

«ქებული კლიმატის» ხელსაყრელი სერვისებისა და ფასების მეშვეობით ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი სტანდარტული საოჯახო ატრიბუტი გახდა! 

Bosch Combi Boiler Class 6000

გათბობისა და ცხელი წყლის სისტემის მთავარი ელემენტი - კომბინირებული ქვაბია. კედელზე დასაკიდი ქვაბები გამოიყენება 60დან - 350 კვ. მეტრის ფართებისათვის.

კომბინირებული ქვაბი Class 6000 - BOSCH-ის  მრავალწლიანი გამოცდილების და თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევაა.

 

გამორჩეული მახასიათებლები:

  • სტაბილურად მაღალი ენერგოეფექტურობა მინიმალურ და ნომინალურ დატვირთვებზე
  • გამწოვი ვენტილატორის მართვის ინტელექტუალური  ალგორითმი
  • გაზის დაბალი წნევის პირობებში მუშაობისთვის ადაპტაცია
  • ალისა და სიმძლავრის ელექტრონული კონტროლი-რეგულირება
  • ჩქაროსნული თბომცვლელი
  • ჰიდრავლიკური კვანძი - მაღალი ხარისხის კომპოზიტი
  • დაცვა ყინვისგან
  • ჰერმეტული (დახურული) წვის კამერა
  • კომპაქტური ზომები
  • ხმაურის დაბალი დონე


BOSCH-ის კედლის კომბინირებული ქვაბი, გამოყენებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მეშვეობით, უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მაქსიმალურ ეკონომიას და კომუნალური ხარჯების შემცირებას.

პრაქტიკული ინფორმაცია: სწორად შერჩეული და დამონტაჟებული სისტემის შემთხვევაში, 100 კვ.მ. სტანდარტული ბინის კომუნალური ხარჯი ყველაზე ცივ თვეებში, საორიენტაციოდ, 150 ლარია, ხოლო თბილ თვეებში, მხოლოდ ცხელი წყლის გამოყენების დროს, ხარჯი 30 ლარამდე მცირდება.

BOSCH-ის ცენტრალური გათბობის და ცხელი წყლის სრული კომპლექტის საორიენტაციო ღირებულება ბინის ფართის მიხედვით:

  • სრული კომპლექტი 60 კვ.მ. – 2479 ლარი
  • სრული კომპლექტი 100 კვ.მ. – 2839 ლარი
  • სრული კომპლექტი 150 კვ.მ. – 3269 ლარი


სრული კომპლექტი ითვალისწინებს:

პროდუქციის ზუსტი ჩამონათვალი და ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად, პროექტის და მომხმარებლის მოთხოვნების საფუძველზე.

გათბობისა და ცხელი წყლის სისტემის მონტაჟის მაქსიმალური ხანგრძლივობა 2-3 დღეა, საორიენტაციო ღირებულება კი 350-600 ლარი.

 

«ქებული კლიმატის» და BOSCH-ის ერთობლივი აქცია!!!

BOSCH-ის გათბობის ქვაბის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მიიღეთ:

  • 100 ლარიანი ვაუჩერი HAIER-ის ენერგოეფექტურ A კლასის კონდიციონერებზე
  • უფასო მიტანა და მონტაჟი

BOSCH-ის გათბობის ქვაბისა და ცენტრალური გათბობის სრული სისტემის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მიიღეთ:

  • 100 ლარიანი ვაუჩერი HAIER-ის ენერგოეფექტურ A კლასის კონდიციონერებზე
  • გათბობის სრული სისტემის უფასო პროექტირება
  • პროდუქციის უფასო მიტანა
  • ქვაბის უფასო მონტაჟი

 

*აქცია მოქმედებს 2017 წლის 1 სექტემბრამდე

 

განვადება

«ქებული კლიმატის» მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ გადაიხადოთ ნაღდი ანგარიშსწორებით ან ისარგებლოთ 0 %-იანი განვადებით ჩვენს პარტნიორ ბანკებში: საქართველოს ბანკში, თიბისი და ლიბერთი ბანკში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოში“. დანარჩენ ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სტანდარტული სამომხმარებლო სესხებით.

 

 

სერვისები და ტექნიკური მხარდაჭერა

«ქებული კლიმატი» გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს საგარანტიო პერიოდის მანძილზე, რაც გულისხმობს, როგორც საიმედო ხარისხის პროდუქციის მოწოდებას და მონტაჟს, ასევე, გეგმიურ ტექ-დათვალიერებას და სრულ საგარანტიო სერვისს.

ტექნიკური სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, სადღესასწაულო დღეების ჩათვლით.

კომპანია «ქებული კლიმატი» ზრუნავს, რომ კომპანიის მომსახურებამ გაამართლოს მომხმარებლის მოლოდინი, შეძენილმა პროდუქციამ კი შეუქმნას კომფორტული და ენერგოეფექტური გარემო.