მომსახურება

«ქებული კლიმატი» გთავაზობთ გათბობის, გაგრილების, წყალმომარაგებისა და ვენტილაციის სისტემებს, როგორც კორპორატიული ასევე ფიზიკური პირებისთვის. პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ჩვენი კომპანიის ძირითადი უპირატესობებია.

ჩვენი სპეციალისტები ყოველთვის მზად არიან გაგიწიონ კონსულტაცია ნებისმიერი სახის პროდუქტთან დაკავშირებით. ისინი დაგეხმარებიან კარგად გაერკვეთ პროდუქციის სპეციფიკაციაში და შეარჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი ვარიანტი. ასევე გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს. მომსახურების სრულ პაკეტს საგარანტიო პერიოდის მანძილზე და უფასო საგანგებო, სატელეფონო კონსულტაციას 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, სადღესასწაულო დღეების ჩათვლით.



    

ეფექტური კონსულტაცია

    

ოპერატიული მიწოდება

    

კვალიფიციური მონტაჟი

    ქებული კლიმატის გამოცდილი სპეციალისტები გაგიწევენ კონსულტაციას ნებისმიერი სახის პროდუქტთან დაკავშირებით, დაგეხმარებიან გაერკვეთ პროდუქციის სპეციფიკაში და შეარჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი.   ცენტრალური საწყობის და ფართო რეგიონული ქსელის მეშვეობით უზრუნველვყოფთ პროდუქციის სწრაფ მიწოდებას. პარტნიორი მწარმოებლების მხარდაჭერით, შესაძლებელია პროდუქციის უშუალოდ ქარხნიდან მიწოდებაც.   გამართული და საიმედო ექსპლუატაციისთვის, ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს ზედამხედველობას შეძენილი პროდუქციის მონტაჟზე და უფასოდ ასრულებს გაშვება-გამართვის სამუშაოებს.


   

საგარანტიო სერვისი

   

კორპორატიული გაყიდვები

   

პარტნიორული პროგრამა

    მომსახურების პაკეტში შედის, როგორც გეგმიური ტექ. დათვალიერება, ასევე უფასო საგანგებო გამოძახებები. ტექნიკური სამსახური მუშაობს: სატელეფონო მომსახურება : 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე სადღესასწაულო დღეების ჩათვლით. ტექნიკური მომსახურება : ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 18:00 , შაბათი-კვირა: 10:00-15:00   კორპორატიული კლიენტებისთვის გათვალისწინებულია ფასდაკლებების და გადახდის მოქნილი სისტემა, ასევე მათი პერსონალის დატრეინინგება, საინჟინრო სისტემების სწორი ექსპლუატაციისათვის.   კომპანიის მუდმივი კლიენტებისთვის ტარდება კვლიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ახალი პროდუქციის შესახებ პრეზენტაციები და პროფესიული განვითარების წამახალისებელი სხვადასხვა ღონისძიებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 202 22 22